რატომ იტირა პრინცმა ჰარიმ? – ბიოგრაფის მოსაზრება

© AFP 2024 / TOLGA AKMENპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
სამეფო ბიოგრაფი ირწმუნება, რომ პრინცი ჰარი ძლივს იკავებდა ცრემლებს ბოლო ოფიციალური ღონისძიების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ
2020 წლის მარტის დასაწყისში პრინცები ჰარი და უილიამი მეუღლეებთან – მეგან მარკლთან და კეიტ მიდლტონთან ერთად შეუერთდნენ დედოფალ ელისაბედ მეორეს, რათა აღენიშნათ თანამეგობრობის დღე ვესტმინსტერის სააბატოში. ეს იყო ბოლო ცერემონია, რომელსაც ჰარი და მეგანი ესწრებოდნენ, როგორც სამეფო ოჯახის უფროსი წევრები.
ბრიტანელი ისტორიკოსი და ბიოგრაფი რობერტ ლეისი, „ძმების ბრძოლის“ ავტორი, აღნიშნავს, რომ ჰარის, მომღიმარი ცოლისგან განსხვავებით, პირქუში გარეგნობა ჰქონდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, თავადი ხშირად ახამხამებდა თვალებს და ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ცრემლებს იკავებდა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
მოღალატე პრინცი: რატომ შეხვდა ყოფილ შეყვარებულს ჰარი ქორწილამდე?
ბიოგრაფი თვლის, რომ ჰარი აღშფოთდა იმ ბუკლეტების გამო, რომლებიც გადაეცა ღონისძიების მონაწილეებს. ისინი არც ერთ სიტყვას არ შეიცავდნენ მასზე და მის მეუღლეზე, მაშინ, როცა მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული დიდი ბრიტანეთი და კვლავ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.
„ეს იყო აშკარა და ერთმნიშვნელოვანი ზიზღის გამოხატვა ყველას თვალწინ“, – წერს ლეისი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი ტიროდა იმავე მოვლენის წინ. ომიდ სკობი, ერთ-ერთი ავტორი წიგნისა „თავისუფლების პოვნა“, რომელიც ჰარისა და მეგანის ცხოვრებაზეა, ამტკიცებს, რომ იგი ცრემლიანი ჩაეხუტა თანამშრომლებს, მიხვდა, რომ ვესტმინსტერის სააბატოში ვიზიტის შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი დასრულდებოდა. ის აღარასდროს დადგებოდა ბუკინგემის სასახლეში, როგორც სამეფო ოჯახის უფროსი წევრი.
ყველა ახალი ამბავი
0