https://sputnik-georgia.com/20211014/batumsi-ori-sacxovrebeli-saxli-daiwva-260566800.html
ბათუმში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბათუმში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
Sputnik საქართველო
ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ოჯახი... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T23:05+0400
2021-10-14T23:05+0400
2021-10-14T23:05+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380027_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_95374b8773ee925e7a985402fd8e0376.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია აჭარის მთავრობა ავრცელებს.შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. „ოცნების ქალაქი“ შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მაცხოვრებელ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაჰპირდა.ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.
https://sputnik-georgia.com/20211014/batumis-meria-chamongreuli-korpusi-demontajs-eqvemdebareba-260539635.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380027_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_780018b653787e74721c258b02c1e0c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ბათუმში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ოჯახი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით იქნება დაკმაყოფილებული
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია
აჭარის მთავრობა ავრცელებს.
შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.
„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. „ოცნების ქალაქი“ შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მაცხოვრებელ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაჰპირდა.
ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.
მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.