მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არადიპლომატიური გზები: აშშ ირანის მიმართ „სხვა ვარიანტებს“ განიხილავს

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიგრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე
გრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თეირანის იძულების ყველა მცდელობა, დაუბრუნდეს ბირთვული გარიგებით გათვალისწინებულ პირობებს, შესაძლოა კრახით დასრულდეს, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს იძულებულს გახდის, საფრთხეების შესაკავებლად არადიპლომატიური გზები განიხილონ, იუწყება „ამერიკის ხმა“ (Voice of America - VOA) ამერიკის მაღალჩინოსან ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ და სხვა სახელმწიფოები რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ გადაერჩინათ 2015 წლის გარიგება — ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოქმედების ერთობლივი ყოვლის მომცველი გეგმა, რისთვისაც ვენაში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ახლა ვაშინგტონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დრო „ძალიან სწრაფად იწურება“.

„ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ყველაზე ეფექტური გზაა ამის გასაკეთებლად. მაგრამ დიპლომატიას ორი მხარე სჭირდება, ირანი კი მზად არ არის ამისთვის. ჩვენ მზად ვართ, მივმართოთ სხვა ვარიანტებს, თუ ირანი კურსს არ შეიცვლის“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

როგორც გამოცემა წერს, ასეთივე მკაცრი შეფასებები გააკეთა ირანის საკითხებში ვაშინგტონის სპეცწარმომადგენელმა რობერტ მელიმ, რომლის თქმით, „არსებობს დიდი ალბათობა, რომ ირანმა სხვა გზა აირჩიოს“, შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს „ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზები“.
ირანელი ქალი მკერდზე ორი სულიერი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამანეისა და აიათოლა ჰომეინის პორტრეტებით   - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
მსოფლიო დღეს
ავანსი არ იქნება: აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის
შეერთებული შტატები ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული გარიგებიდან 2018 წელს გავიდა მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ირანის ბირთვული ამბიციების შეკვეცას ემსახურებოდა.
მიმდინარე წლის აპრილიდან ვენაში მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და საერთაშორისო „ხუთეულს“ შორის (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია) ირანის ბირთვული შეთანხმების პირვანდელი სახით აღდგენის თაობაზე. ეს ითვალისწინებს: აშშ-ის სანქციების მოხსნას ირანისთვის, თეირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შესრულებას, აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნებას. გარიგების მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლები ასევე ცალკე კონსულტაციებს მართავენ ამერიკის დელეგაციასთან — ირანის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0