მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავანსი არ იქნება: აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიირანელი ქალი მკერდზე ორი სულიერი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამანეისა და აიათოლა ჰომეინის პორტრეტებით
ირანელი ქალი მკერდზე ორი სულიერი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამანეისა და აიათოლა ჰომეინის პორტრეტებით   - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. აშშ არ აპირებს ირანისთვის სანქციების ავანსად მოხსნას მანამ, სანამ ბირთვული გარიგების განახლების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, იუწყება РИА Новости ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
მხარეებს ვენაში მოლაპარაკებების მალე განახლების იმედი აქვთ, სადაც საუბარი მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ერთობლივ შესრულებას შეეხება. აშშ-ის წინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამაზე და „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიაც წამოიწყო.

„არანაირი სანქცია არ მოგვიხსნია. ჩვენ არ ვაპირებთ გადავიხადოთ ავანსი და ამაზე გასაგებად ვისაუბრეთ“, − აღნიშნა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

ამასთან მან აღიარა, რომ ვითარება მნიშვნელოვნად დეგრადირებულია შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, რომელიც ირანის სანქციებიდან გაყვანას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინა ვენაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მსოფლიო დღეს
ირანმა IAEA-ს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტზე არ დაუშვა
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ირანს რამდენიმე თვე აშორებს გამდიდრებული ურანის ისეთი მარაგის შექმნამდე, რომელიც ერთი ერთეული ბირთვული იარაღის დასამზადებლად საკმარისი იქნება.
ამასთან ჩინოვნიკმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კვლავაც დიპლომატიურ მეთოდებზე დებს ფსონს, თუმცა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ნაყოფს არ გამოიღებს, შესაძლებელია მოქმედების სხვა ვარიანტების გამოყენებაც, რათა ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0