მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანმა IAEA-ს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტზე არ დაუშვა

© Ministry of Foreign Affairs of the Russian Federationატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინა ვენაში
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინა ვენაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ირანის ხელისუფლებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორები, მიუხედავად მანამდე მიღწეული შეთანხმებისა, კარაჯის ობიექტზე არ დაუშვა, იუწყება РИА Новости სააგენტოზე დაყრდნობით.
ირანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
ევროსამეული ირანის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა: ვრცელდება მინისტრების მიმართვა
როგორც IAEA-ს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის ბოლო მოხსენებაში იყო ნათქვამი, თეირანმა სააგენტოს ინსპექტორებს 20-22 სექტემბერს მონიტორინგისა და დაკვირვების აღჭურვილობის მომსახურების და ყველა ობიექტზე ინფორმაციის მატარებლების შეცვლის უფლება მისცა, გარდა კარაჯში მდებარე კომპლექს TESA-ს საამქროსი, რომელშიც ცენტრიფუგების კომპონენტები მზადდება. ამ უკანასკნელ ობიექტზე ინსპექტორები არ დაუშვეს ახალი სათვალთვალო კამერების დასაყენებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ საამქროში ცენტრიფუგების როტორული მილაკებისა და სილფონების წარმოება არ განახლებულა.

„გენერალური დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ირანის გადაწყვეტილება, არ დაუშვას სააგენტო კარაჯის TESA-ს კომპლექსის ცენტრიფუგების კომპონენტების მწარმოებელ საამქროში, ეწინააღმდეგება მანამდე ერთობლივი განცხადებით შეთანხმებულ პირობებს, რომელიც 12 სექტემბერს გამოაქვეყნა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის (AEOI) ხელმძღვანელმა მოჰამედ ესლამიმ“, — ნათქვამია РИА Новости-სთვის მიწოდებულ განცხადებაში.

12 სექტემბერს რაფაელ გროსიმ და მოჰამედ ესლამიმ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ირანმა IAEA-ს ინსპექტორებს ისევ მისცა საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის კამერების გამოყენებისა და ინფორმაციის მატარებლების შეცვლის უფლება, რომლებიც IAEA-სა და AEOI-ს ერთობლივი ბეჭდით იქნება დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0