მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პრინცესა დიანასადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრებიან

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
უცხოური გამოცემები და ბრიტანული ტაბლოიდები უკვე რამდენიმე დღეა, სამეფო ოჯახთან დაახლოებულ სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი არ დაესწრებიან პრინცესა დიანას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც კენსინგტონის სასახლეში გაიმართება.
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
მეგან მარკლი და პრინცესა დიანა მოსამსახურეებს ამცირებდნენ? – ახალი დეტალები სამეფო ოჯახზე
ბოლოს პრინცი უილიამი და ჰარი ერთმანეთს 1 ივლისს დიანას 60 წლის იუბილეზე შეხვდნენ. ღონისძიება COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წრეში ჩატარდა.
დიანას ხსოვნის პატივსაცემად ღონისძება 19 ოქტომბერს ჩატარდება და, როგორც ამჟამად ცნობილია, მას მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ელტონ ჯონი დაესწრება. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად კენსინგტონის სასახლის დატოვებას აპირებენ.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“ – მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
როგორც არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სამეფო ოჯახს საცხოვრებლად უინძორის სასახლეში გადასვლა სურს, რათა მის სამეფო უდიდებულესობასთან, 95 წლის დედოფალ ელისაბედთან უფრო ახლოს იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0