https://sputnik-georgia.com/20210930/megan-markli-gaakritikes-260002964.html
„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“ – მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“ – მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
Sputnik საქართველო
მეგან მარკლმა ნიუ-იორკში ვიზიტისას თავს უფლება მისცა ძვირადღირებულ ბრენდებზე გაეკეთებინა არჩევანი. თუ სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში მას ევალებოდა პროტოკოლის... 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T15:00+0400
2021-09-30T15:00+0400
2021-09-30T19:23+0400
დიდი ბრიტანეთი
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0e/259583425_0:0:2939:1654_1920x0_80_0_0_e0f50c9b93de3f04d5002559ad3b8b6e.jpg
ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფი მეგან მარკლი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საქმე ეხება პრინც ჰარის მეუღლის ძვირადღირებულ სამოსს, რომლითაც ის ვიზიტის დროს გამოჩნდა.განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია „ლორო პიანას“ ძოწისფერმა პალტომ, რომლის ღირებულებაც 5800 დოლარს შეადგენს. ამავე დღეს მას „კარტიეს“ უძვირფასესი სამკაული ეკეთა და, როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, ამ დღეს მეგანი 11 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების სამოსითა და აქსესუარით გამოჩნდა.ყველაზე მეტად აღნიშვნის ღირსია „კარტიეს“ 3200 ფუნტად შეფასებული საათი, „ვალენტინოს“ 3288 ფუნტად შეფასებული თეთრი პალტო. 11 სექტემბრის მემორიალთან ვიზიტისას სასექსის ჰერცოგინიას 1268 ფუნტის ღირებულების „არმანის“ პალტო ეცვა, „აქუაზურას“ ფეხსაცმელი კი 615 ფუნტად შეფასდა. გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტისას მეგანს „მაქს მარას“ 3199 ფუნტად შეფასებული პალტო ეცვა, „ვალექსტრას“ ჩანთის ღირებულება კი 2500 ფუნტია.ამ ვიზიტის შემდეგ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მეგანის მდიდრული გარდერობი ძალიან ცუდად ჩანს იმ ფონზე, როცა ის სოციალური პროექტებით არის დაკავებული.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0e/259583425_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c0ddd5ad1e0bf847707af7f592864459.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეგან მარკლი პრინცი ჰარი
„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“ – მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
15:00 30.09.2021 (განახლებულია: 19:23 30.09.2021) მეგან მარკლმა ნიუ-იორკში ვიზიტისას თავს უფლება მისცა ძვირადღირებულ ბრენდებზე გაეკეთებინა არჩევანი. თუ სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში მას ევალებოდა პროტოკოლის მკაცრად დაცვა, დღეს მეგანი არჩევანში თავისუფალია.
ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფი მეგან მარკლი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. საქმე ეხება პრინც ჰარის მეუღლის ძვირადღირებულ სამოსს, რომლითაც ის ვიზიტის დროს გამოჩნდა.
განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია „ლორო პიანას“ ძოწისფერმა პალტომ, რომლის ღირებულებაც 5800 დოლარს შეადგენს. ამავე დღეს მას „კარტიეს“ უძვირფასესი სამკაული ეკეთა და, როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, ამ დღეს მეგანი 11 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების სამოსითა და აქსესუარით გამოჩნდა.
ყველაზე მეტად აღნიშვნის ღირსია „კარტიეს“ 3200 ფუნტად შეფასებული საათი, „ვალენტინოს“ 3288 ფუნტად შეფასებული თეთრი პალტო. 11 სექტემბრის მემორიალთან ვიზიტისას სასექსის ჰერცოგინიას 1268 ფუნტის ღირებულების „არმანის“ პალტო ეცვა, „აქუაზურას“ ფეხსაცმელი კი 615 ფუნტად შეფასდა. გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტისას მეგანს „მაქს მარას“ 3199 ფუნტად შეფასებული პალტო ეცვა, „ვალექსტრას“ ჩანთის ღირებულება კი 2500 ფუნტია.
ამ ვიზიტის შემდეგ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მეგანის მდიდრული გარდერობი ძალიან ცუდად ჩანს იმ ფონზე, როცა ის სოციალური პროექტებით არის დაკავებული.
„ამ თანხით ოჯახების გამოკვება შეიძლება“, – წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.