ქართველი იურისტი, რომლის პროგრამით ჰარვარდი დაინტერესდა და მისი ბრენდის ღვინო

© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე
ნატალია ვაშაკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრები წარმატებული იურისტის, მშვენიერი ქალბატონის ნატალია ვაშაკიძის ცხოვრებას და საქმიანობას გაგაცნობთ.
მისი ცხოვრების ამბავი ალბათ ყველაზე ბეჯითი კონკიას ზღაპარს ჰგავს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ქუთაისში დაიწყო. პირველი პრაქტიკული საქმიანობა იურისპრუდენციაში ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს უკავშირდება. გაიარა პროფესიული ზრდის სხვადასხვა ეტაპი და შემდეგ სწავლა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში განაგრძო.
დღეს საკმაოდ რეალიზებულ იურისტს ხელშეკრულება ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის კვლევითმა ცენტრმა გაუფორმა. თუმცა მარტო ამ სფეროში მიღწევებს არ დასჯერდა და თავისი ბრენდის ღვინოც გამოუშვა.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე
ნატალია ვაშაკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე
- ქალბატონო ნატალია, საიდან და როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრების ისტორია?
- ჩემი ცხოვრების ისტორია ქუთაისში დაიწყო. დავამთავრე 38-ე საჯარო სკოლა, რომლის მერე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დროს იურისტთა ასოციაციამ, რომლის ქუთაისის ფილიალს დავით იოსებაშვილი ხელმძღვანელობდა, გამოაცხადა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. ჩემი თემა იყო „სიკვდილით დასჯა და თანამედროვეობა“. კონფერენციაზე გამარჯვების ნიშნად საჩუქრად გადმომცეს ორკვირიანი საგზური ბათუმში. ის მოგზაურობა დღეს ძალიან კარგად მახსენდება.
- ვიცი, რომ ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გქონდათ საინტერესო შემოთავაზებები, რომელი გახდა საეტაპო?
- გავიხსენებ მეორე კურსზე სწავლის დროს, როცა ლექცია-სემინარებს გვიტარებდნენ პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომელთაგან ერთმა შემოგვთავაზა, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ პრაქტიკა ქუთაისის პროკურატურის სისტემაში გაიაროთო. მაშინ დეპარტემენტის უფროსი თემურ ბობოხიძე იყო. როცა გასაუბრებაზე გავედი, ამ პიროვნებას ძალიან მოვეწონე და მითხრა, შეგიძლიათ აქ გაიაროთ პრაქტიკაო. ასე რომ, სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებდი, მთელი ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკაზე ქუთაისის პროკურატურაში, კერძოდ, პოლიციის საზედამხედველო განყოფილებაში ოლეგ გრძელიძესთან ერთად ვმუშაობდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც საეტაპო პერიოდი იყო.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე
ნატალია ვაშაკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროკურატურაში ოფიციალურად დაინიშნეთ თანამდებობაზე. როგორ გადაწყდა ეს საკითხი?
- დიახ, გენერალურმა პროკურორმა გასაუბრების შემდეგ საზოგადოებრივ საკითხებში პროკურორის თანაშემწედ დამნიშნა. აქ ცოტა უცნაური ისტორია მახსენდება: მახსოვს, პროკურორთან ვერაფრით მოვხვდი, მაშინ ისეთი ბიუროკრატია იყო, მას ვინ შემახვედრებდა. შემთხვევით გავიცანი ჟურნალისტი გია შარიქაძე, რომელმაც მითხრა, მთელი თვე დავდივარ და გიყურებთ, აქ იცდითო. როცა ჩემი ამბავი შეიტყო, შემომთავაზა, მოდი, როგორც რესპონდენტს, ისე შეგიყვანთო. გენერალურ პროკურორთან ამ გზით მოვხვდი. ბატონმა გიამ ჩემი თავი ასე წარუდგინა – ახლახან დაამთავრა უნივერისტეტი და უნდა, რომ პრაქტიკები აქ გაიაროსო. ეს კაცი გამესაუბრა, ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ზუსტად ასეთი შეფასება მომცა: კმაყოფილი ვარ, ეს გოგონა მოაზროვნე იურისტი ჩანს, ახლავე დავრეკავ კადრების პროკურორთან, რომ შუამდგომლობა მოგცეთო. მოკლედ, ღმერთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით დავინიშნე.
- როგორც ჩანს, გიმართლებდათ იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემთხვევით გხვდებოდნენ...
- მართლაც ასეა. როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, იძულებული გავხდი მეც მათთან ერთად წავსულიყავი. იმ დროს პროკურატურის გამოცდები რომ ჩამებარებინა, გამოცდების ნიშნების ფურცელი მჭირდებოდა და ქუთაისში წამოვედი. იცით, რატომ გიყვებით ამას? უკანა გზაზე, დაბრუნების დროს სამარშრუტო ტაქსში ჩემ გვერდით იჯდა ერთი ჯენტლმენი ადამიანი, რომელმაც რიკოთზე რომ შევჩერდით, შემომთავაზა - ფინჯან ყავაზე დაგპატიჟებთო. ის პიროვნება უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის კათედრის გამგე აღმოჩნდა. მან შემომთავაზა - ჩვენთან, კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა და პირობებს თუ დააკმაყოფილებთ, ლექციები წაიკითხეთო. მართლაც გავედი კონკურსზე და დავიწყე ლექციების კითხვა. დაახლოებით ხუთი წელი ვკითხულობდი უნივერსიტეტში ლექციებს. საოჯახო სამართალს, შრომის სამართალს ვასწავლიდი. სტუდენტებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, რადგან ყველას როგორც კოლეგას, ისე ვექცეოდი.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე
ნატალია ვაშაკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე
- ვიცი, რომ მამა ნიკოლოზის სიტყვები თქვენთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, ხომ არ მოგვიყვებით ამ ამბავს?
- მამა ნიკოლოზ მაკარაშვილს 2002 წლიდან ვიცნობ. ერთხელ მითხრა, ნატალია, შენზე სიზმარი ვნახეო და მომიყვა რაც დაესიზმრა. ხუთი წლის შემდეგ ყველაფერი ზუსტად ახდა. საქმე ეხება ჩემ გათხოვებას და მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლას. მან მაგრძნობინა, რომ უნდა გავყოლოდი ჩემს მომავალ მეუღლეს, რომელიც მაშინ გავიცანი. სახალისო ამბავი უნდა მოგიყვეთ: ალბათ გახსოვთ მომენტი ფილმიდან „იმერული ესკიზები“, როცა გასათხოვარი გოგონები გასვენებაში დადიან და სადედამთილოები გოგონებს ათვალიერებენ. ზუსტად ასეთნაირად მოხდა: ქუთაისში გასვენებაში ჩასული შემამჩნია მომავალმა დედამთილმა, რომელმაც დამირეკა და მოკრძალებულად მითხრა – ძალიან დიდი ბოდიში, მომეწონეთ, ჩემი შვილი საცოლეა და სარძლოს ვეძებო. მერე დაამატა, თუ არავის ხვდებით, ჩამოვა და გაგიცნობთო. არ იფიქროთ, რომ ჩემი მეუღლე დედიკოს ბიჭია, ძალიან ვაჟკაცი ადამიანია, მაგრამ მოხდა ისე, რომ მომავალმა მეუღლემ, რომელიც წარმოშობით რაჭველია, მოსკოვიდან მართლა ჩამომაკითხა. ჩვენი ამბავი ძალიან მალე გადაწყდა.
- მამა ნიკოლოზის სიტყვები თუ მოუყევით მას?
- როცა მან ოფიციალურად შემომთავაზა ხელი, გულახდილად ვუთხარი, იმიტომ მოგყვები, რომ ასე მამა ნიკოლოზმა მითხრა–მეთქი, რაც მისთვის ცოტა გაუგებარი იყო. როცა სახლში მისულა, დედისთვის უთქვამს, ეს გოგო ან ძალიან ჭკვიანია, ან ძალიან ვერ არისო... მაშინ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ავუხსენი რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის მამა ნიკოლოზის წინასწარმეტყველებას. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად წარიმართა. დღეს ჩვენ ორ შვილს, მარიამს და რომას ვზრდით.
© photo: courtesy of Natali Vashakidzeნატალია ვაშაკიძე
ნატალია ვაშაკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე
- მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში როგორ მოხვდით?
- როცა მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად, რუსულ ენას ნამდვილად ვერ ვფლობდი ისე კარგად, რომ ლომონოსოვის უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი. ქალბატონი, რომელთანაც ვემზადებოდი, ბაუმანის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მას ვუთხარი, ამ ქალაქში გარკვეული პერიოდი უნდა ვიყო და იქნებ თქვენთან სტუდენტად მოვეწყო–მეთქი. მისგან კი მოვისმინე – თქვენ ისეთი დონე გაქვთ, მოდი, პირდაპირ ლომონოსოვში სცადეთო. ჯერ მეგონა მეხუმრებოდა, მაგრამ დამარწმუნა და მეც წავედი. ლომონოსოვში, სადაც საშინელი ბიუროკრატია იყო, ქუჩიდან ვინ შემიშვებდა. წარმოიდგინეთ, ახალი ჩამოსული ვარ საქართველოდან, მოსკოვში პირველად ვარ და რუსული ენა გამართულად არ ვიცი. თუმცა გამიმართლა იმ მხრივ, რომ ეს საერთაშორისო უნივერსიტეტია და აქ ენის გამართულად ცოდნას არავინ გთხოვს. მოკლედ, მივედი და წრეს ვურტყამ შენობას, ვფიქრობ, როგორ შევიდე იქ, მაგრამ ყველაფერი მართლა უფლის ნებაა...
- ანუ თქვენმა მცდელობამ გაამართლა?
- დიახ. ერთ ადგილზე დავინახე მანქანა, საიდანაც სურსათ-სანოვაგეს ეზიდებოდნენ. მივედი და მძღოლს, რომელსაც ფუნთუშები და ღვეზელები შეჰქონდა შენობაში, შევთავაზე, შეგატანინებთ–მეთქი. მან გაკვირვებით შემომხედა და მადლობა გადამიხადა. ასე შევედი უნივერსიტეტში და ავედი „ტამარა ვიკტორევნასთან“, რომელიც უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ასპირანტებს კურირებდა. მას ჩანთით წაღებული ქართული ღვინო გავუწოდე და ვუთხარი: გამარჯობათ, მე საქართველოდან ვარ, ალბათ დიდი ხანია არ გაგისინჯავთ ქართული ხვანჭკარა–მეთქი. ამის დანახვაზე თვალები გაუნათდა. მერე ვუთხარი, ასპირანტურაში ვაპირებ თქვენთან სწავლის გაგრძელებას და თუ შეიძლება მითხარით, რა საბუთებია საჭირო, თან საშვი მომეცით, რომ შემოვიდე–მეთქი. მართლაც ამიხსნა ყველაფერი და დროებითი საშვიც გამომიწერა.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კათედრის თანამშრომლებთან ერთად
ნატალია ვაშაკიძე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კათედრის თანამშრომლებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კათედრის თანამშრომლებთან ერთად
- საკონსტიტუციო სამართლის კათედრაზე ამის მერე აღმოჩნდით?
- ლომონოსოვში რომ ვიყავი, ვიფიქრე, იქნებ რომელიმე კათედრაზე კავკასიური გვარის ადამიანი შემხვდეს და ჩემი ამბავი გულთან მიიტანოს–მეთქი. ვხედავ, მეშვიდე სართულზე ერთ კარებს აწერია სომხური გვარი – „ავაკიან სურენ ეძიბეკოვიჩ“. ეს სახელი ძლივს დავიმახსოვრე. შევედი და ვეკითხები, გასაუბრებაზე შეიძლება შემოვიდე–მეთქი. მან კარგად მიმიღო და მომისმინა. მეუბნება, ალბათ თქვენი ბედია, საერთოდ, ოთხი ასპირანტის აყვანის უფლება მაქვს და ორი დღეა, რაც მეხუთე ასპირანტიც შემიძლია ავიყვანოო. ჩემთვის ეს შოკი იყო! თანაც გავიგე, რომ ეს ყოფილა საკონსტიტუციო სამართლის კათედრა, რომელზე სწავლაც ყველაზე ძვირი და რთულია. ეს კაცი მეუბნება, დაწერეთ რეფერატი და თუ მომეწონება, მიგიღებთო. თავი ზღაპარში მეგონა! საბედნიეროდ, ჩემი დაწერილი რეფერატი მოეწონა და ამის მერე მოვიდა ჩემი მოწვევა, რომელიც იმ დროს ერთადერთი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩავირიცხე ლომონოსოვში, სადაც სამი წელი ვისწავლე დასწრებულზე, მეოთხე წელს დისერტაცია დავიცავი და კათედრაზეც დამტოვეს.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე ანიუტა ბორისოვასთან ერთად
ნატალია ვაშაკიძე ანიუტა ბორისოვასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე ანიუტა ბორისოვასთან ერთად
- თქვენი ამერიკული ცხოვრების პერიოდი როდის დაიწყო?
- ლომონოსოვში მეორე კურსზე სწავლის დროს გავიცანი ჯეფერსონის უნივერსიტეტიდან ჩამოსული ამერიკელი პროფესორი მაიკლ კლერი, რომელსაც გაცვლითი პროგრამა ჰქონდა. მან კონკურსი ჩაატარა და 25 ასპირანტი წაგვიყვანა ჯეფერსონის უნივერსიტეტში, სადაც უფასოდ სწავლის საშუალება მოგვეცა. პრაქტიკის გავლა ვისურვე არასრულწლოვანთა კოლონიაში. დავდიოდი და ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ ფსიქოლოგები არასრულწლოვნებთან. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, არასრულწლოვნების პრობლემებით დავინტერესდი და გამიჩნდა სურვილი, რომ იგივე მოდელი ჩვენს ქვეყანაში გადმომეღო. მერე ისევ მოსკოვში, კათედრაზე გავაგრძელე სწავლა.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძე
ნატალია ვაშაკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძე
- როგორ დააინტერესეთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი, სადაც დღემდე საქმიანობთ?
- ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში მოსკოვში დაბრუნებიდან ათი წლის შემდეგ მოვხვდი. ამ ცენტრთან დღემდე მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს ვიკვლევ. სიღრმისეულად დავიწყე მუშაობა თემაზე „გაუთვითცნობიერებელი ბულინგი". არასრულწლოვნების შემთხვევაში სხვა მიზეზებთან ერთად არსებობს გაუთვითცნობიერებელი ბულინგი, რასაც ოჯახში, საბავშვო ბაღსა და სკოლაში აქვს ადგილი. ამ თემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტს ერთი პროგრამა შევთავაზე.
- კონკრეტულად რას ითვალისწინებდა თქვენი პროგრამა?
- პროგრამა, რითიც ჰარვარდის უნივერსიტეტი დაინტერესდა, ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და პრობაციონერების ჩართულობას მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. ამ პროგრამისთვის დაგვჭირდება ათამდე გამოცდილი მევენახე-მეღვინე, რომლებიც ამ ეტაპზე პენსიაზე არიან და ამ პროგრამის საშუალებით ისინიც დასაქმდებიან. ამ პროგრამის განხორციელების დროს შევქმენი ჩემი ბრენდის ღვინო, რომელსაც ჩემი მეუღლის ბებიის პატივსაცემად „მახალდიანი“ დავარქვი. ეტიკეტის დამზადების დროს უკანა მხარეს მივაწერეთ, რომ ეს ღვინო ჟუჟუნა მახალდიანის ტექნოლოგიითაა დამზადებული. სხვათა შორის, ჟუჟუნას ბაბუა, პეტრე მახალდიანი იყო პირველი, რომელმაც ეს ღვინო 1921 წელს საფრანგეთში გაიტანა და ოქროს მედალი მიიღო.
© photo: courtesy of Natalia Vashakidzeნატალია ვაშაკიძის ბრენდის ღვინო "მახალდიანი"
ნატალია ვაშაკიძის ბრენდის ღვინო მახალდიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნატალია ვაშაკიძის ბრენდის ღვინო "მახალდიანი"
- თქვენი ბრენდის ღვინო თუ შეაფასეს პროფესიონალებმა?
- მიხარია, რომ ჩემს ღვინოს საუკეთესო შეფასება მისცეს მათ, ვინც ამ სფეროში საუკეთესოდ ითვლება. სხვათა შორის, მის შესანახად გოგირდი არ არის გამოყენებული, ველურადაა შენახული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნატურალურია. მე ვფიქრობ, ამ ამბავშიც ღმერთის ხელი ურევია, რადგან წლების წინ მოძღვარმა ვენახის ტოტი მაჩუქა, რომ იტყვიან, დემონსტრაციულად გადმომცა. მაშინ ვერ მიხვდი ამ ფაქტის სიმბოლურ დატვირთვას, მაგრამ იმ ამბიდან ხუთი წლის მერე ამ სფეროში აქტიურად ჩავერთე.
- საოცრად მიზანმიმართული და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, როგორ ფიქრობთ, იღბლიანიც ხართ?
- ღმერთის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობ, მაგრამ, იცით, ეს ყველაფერი რის ფასად დამიჯდა და რამდენი გადავიტანე? მახსოვს, ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე ყოველდღე საკმაო მანძილს გავდიოდი ფეხით. მარტო არა, ჩემს პატარა გოგონასთან ერთად, რომელიც გზაში სულ ტიროდა – დედა, მცივაო, მე კი მისი დამტოვებელი არ მყავდა. საერთოდ, მჯერა, თუ ადამიანი მოინდომებს, თავის გზაზე ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, დასახულ მიზანს მიაღწევს და ბედნიერიც იქნება...
ყველა ახალი ამბავი
0