„დოკ ლაიფციგის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ქართულ ფილმს წარადგენენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო 64-ე ფესტივალი DOK Leipzig 25-31 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე DOK Leipzig ორი ქართული ფილმი იქნება წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრის ცნობით, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში შედგება მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმის „წყალს საზღვრები არ აქვს” პრემიერა. ფილმში მოქმედება ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ვითარდება, სადაც შემთხვევით მოხვედრილი ჟურნალისტი აფხაზეთის საზღვრის გადალახვას ცდილობს. ფილმის მწარმოებელი კომპანიაა OpyoDoc.
ასევე DOK Leipzig-ის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში შედგება მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ გერმანული პრემიერა. ამ ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერა იაპონიაში, ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.
ოსკარის სტატუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი გაიგზავნება
DOK Leipzig-ის კინოფესტივალზე წარდგენილი ორივე ქართული ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი.
კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში DOK Co-Pro Market-ზე წარდგენილი იქნება ელენე მიქაბერიძის ფილმის პროექტი „ოცნება კადილაკზე”.
ინდუსტრიულ პლატფორმაზე პროექტები 36 ქვეყნიდან შეირჩა.
ყველა ახალი ამბავი
0