https://sputnik-georgia.com/20211013/jandacvis-saministro-kaxetsi-koronavirusis-afetqebis-mizezi-sesazloa-rtveli-iyos-260522009.html
ჯანდაცვის სამინისტრო: კახეთში კორონავირუსის აფეთქების მიზეზი შესაძლოა რთველი იყოს
ჯანდაცვის სამინისტრო: კახეთში კორონავირუსის აფეთქების მიზეზი შესაძლოა რთველი იყოს
Sputnik საქართველო
მხოლოდ გასულ დღე-ღამეში კახეთში ინფიცირების 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T19:27+0400
2021-10-13T19:27+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259759478_0:183:2989:1864_1920x0_80_0_0_f4d4b5a6d72123f6b71d518e6676f499.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება შესაძლოა რთველს უკავშირდებოდეს, მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას.რთველის პერიოდამდე, რომელიც ძირითადად სექტემბრის დასაწყისში იწყება, კახეთში ფიქსირდებოდა 200-300 ახალი შემთხვევა დღეში, ახლა ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამასთან მან აღნიშნა, რომ მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის ზრდა არ ფიქსირდება. გაბუნია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ვაქცინაციის ეფექტია, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და ნაკლებად გამოხატული სიმპტომები აქვთ.„ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე დასავლეთ საქართველოში. მაგალითად, იმერეთში ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1028 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 444. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში 4.837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
https://sputnik-georgia.com/20211011/jandacvis0saministros-dafinanseba-umcirdeba-260427507.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259759478_130:0:2859:2047_1920x0_80_0_0_42b4d2c943c0d82185e70b71a1ce2f96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
ჯანდაცვის სამინისტრო: კახეთში კორონავირუსის აფეთქების მიზეზი შესაძლოა რთველი იყოს
19:27 13.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) მხოლოდ გასულ დღე-ღამეში კახეთში ინფიცირების 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება შესაძლოა რთველს უკავშირდებოდეს, მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას.
რთველის პერიოდამდე, რომელიც ძირითადად სექტემბრის დასაწყისში იწყება, კახეთში ფიქსირდებოდა 200-300 ახალი შემთხვევა დღეში, ახლა ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის ზრდა არ ფიქსირდება. გაბუნია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ვაქცინაციის ეფექტია, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და ნაკლებად გამოხატული სიმპტომები აქვთ.
„ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე დასავლეთ საქართველოში. მაგალითად, იმერეთში ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1028 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 444. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში 4.837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.