მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთის შესაკავებლად: იაპონია თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას აპირებს

© Pixabay / Inactive account ტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება, გააორმაგოს თავდაცვის ხარჯები, ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწრაფვას, შეიძინოს რაკეტები, მცირე შემჩნევადობის გამანადგურებლები, დრონები და სხვა იარაღი, რათა ჩინეთის შეიარაღებული ძალები შეაკავოს სადავო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, იუწყება Reuters-ი.
გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ პირველად შეიტანა საკუთარ პოლიტიკურ პროგრამაში დაპირება, დახარჯოს მშპ-ის 2% (დაახლოებით 100 მლრდ აშშ დოლარი) შეიარაღებულ ძალებზე.
ფუმიო კისიდა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
მსოფლიო დღეს
ფუმიო კისიდა: კურილის სადავო კუნძულებზე ტოკიოს სუვერენიტეტი ვრცელდება
ექსპერტების ვარაუდით, ახალი პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა თავდაცვით ხარჯებს უახლოეს დროში არ გააორმაგებს, გაითვალისწინებს რა პანდემიით დაზარალებული იაპონიის ფინანსურ მდგომარეობას.
შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ მისმა საკვანძო მოკავშირეებმა მეტი სახსრები მოახმარონ თავდაცვას. იაპონიაში მშპ-ის 2%-მდე გაზრდა კი ნატოს წევრების ვალდებულებების შესაბამისი იქნება.
ქვეყნის მმართველი პარტიის განაცხადი იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ჩინეთის სამხედრო თავდაჯერებულობის გამო იაპონურ საზოგადოებაში შეშფოთება იზრდება.
როგორც გასულ წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რესპონდენტთა 86%-ს მიაჩნია, რომ იაპონიას საფრთხეს სწორედ ჩინეთი უქმნის, 82%-ის აზრით კი საფრთხეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0