https://sputnik-georgia.com/20211013/finansta-saministro-zamtarsi-komunalur-gadasaxadebze-subsidiebi-yvelas-ar-seexeba-260525546.html
ფინანსთა სამინისტრო: ზამთარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიები ყველას არ შეეხება
ფინანსთა სამინისტრო: ზამთარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიები ყველას არ შეეხება
Sputnik საქართველო
მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისთვის სუბსიდიები შენარჩუნდება, აღნიშნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T22:00+0400
2021-10-13T22:00+0400
2021-10-13T22:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252545766_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_403f2800398fa41c5bd7c5426ce528fb.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ზამთრის პერიოდში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მთელი მოსახლეობისთვის არ ითვალისწინებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.შარშან სახელმწიფო კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარებოდა იმ მოქალაქეებს, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია არ აღემატებოდა 200 კვტ/სთ-ს, ხოლო ბუნებრივი აირის - 200 კუბომეტრს. გარდა ამისა, სახელმწიფო ანაზღაურებდა სხვაობას ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფსა და არსებულს შორის.ამავდროულად, მისი თქმით, სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის.კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდიოდა. ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, წინა სუბსიდიის საბაზო ეფექტი მნიშვნელოვნად გაზრდიდა ინფლაციის დონეს 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარ-თებერვალში.წელს საქართველოში კომუნალური გადასახადები გაძვირდა.1 ივნისიდან „თბილისი ენერჯიმ“ გაზის ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბომეტრ აირში 53,972 თეთრს გადაიხდიან, ნაცვლად 46,138 თეთრისა.რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ის 1 იანვრიდან გაიზარდა.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (GNERC) გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვტ ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის მიხედვით 26,537 თეთრი შეადგინა.გაიზარდა წყლის ტარიფიც. 1 იანვრიდან თბილისისა და მცხეთის მცხოვრებნი, რომელთაც მრიცხველები აქვთ დამონტაჟებული, 0,33 თეთრის ნაცვლად, 1 კუბომეტრი წყლისთვის 0,5 თეთრს იხდიან.დანარჩენები წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან. ასეთი აბონენტებისთვის ტარიფი 4,518 თეთრს შეადგენს, ნაცვლად 3,9 თეთრისა ერთ სულ მოსახლეზე.
https://sputnik-georgia.com/20211008/semeki-eleqtroenergiaze-tarifi-ar-gaizrdeba-260375607.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252545766_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_c90d15a9a9226c0f3f27db8720a1a3ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა
ფინანსთა სამინისტრო: ზამთარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიები ყველას არ შეეხება
მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისთვის სუბსიდიები შენარჩუნდება, აღნიშნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ზამთრის პერიოდში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მთელი მოსახლეობისთვის არ ითვალისწინებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
შარშან სახელმწიფო კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარებოდა იმ მოქალაქეებს, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია არ აღემატებოდა 200 კვტ/სთ-ს, ხოლო ბუნებრივი აირის - 200 კუბომეტრს. გარდა ამისა, სახელმწიფო ანაზღაურებდა სხვაობას ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფსა და არსებულს შორის.
„სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის, ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ამავდროულად, მისი თქმით, სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდიოდა. ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, წინა სუბსიდიის საბაზო ეფექტი მნიშვნელოვნად გაზრდიდა ინფლაციის დონეს 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარ-თებერვალში.
წელს საქართველოში კომუნალური გადასახადები გაძვირდა.
1 ივნისიდან „თბილისი ენერჯიმ“ გაზის ტარიფი გაზარდა. თბილისელები ერთ კუბომეტრ აირში 53,972 თეთრს გადაიხდიან, ნაცვლად 46,138 თეთრისა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ის 1 იანვრიდან გაიზარდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (GNERC) გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვტ ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის მიხედვით 26,537 თეთრი შეადგინა.
გაიზარდა წყლის ტარიფიც. 1 იანვრიდან თბილისისა და მცხეთის მცხოვრებნი, რომელთაც მრიცხველები აქვთ დამონტაჟებული, 0,33 თეთრის ნაცვლად, 1 კუბომეტრი წყლისთვის 0,5 თეთრს იხდიან.
დანარჩენები წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან. ასეთი აბონენტებისთვის ტარიფი 4,518 თეთრს შეადგენს, ნაცვლად 3,9 თეთრისა ერთ სულ მოსახლეზე.