ელექტროენერგიაზე ტარიფი არ გაიზრდება: სემეკის განცხადება

© photo: Sputnik / Stringerსემეკი
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით, ამჟამად ტარიფების არსებითი შეცვლის საფუძველი არ არის, აცხადებს მარეგულირებელი ორგანო.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა ელექტროენერგიაზე არ იგეგმება, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) განცხადებაში.
„არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სემეკში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტარიფების ზრდის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. კომისია ვარაუდობს, რომ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართული პროვოკაციაა.
სმარტფონი Xiaomi  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გაძვირდება თუ არა საქართველოში ტარიფები მობილურ კავშირზე – სახელმწიფო რეგულირებას აუქმებს
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფი მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით გაძვირდა და დაახლოებით 26,537 თეთრი შეადგინა დახარჯული ელექტროენერგიიდან გამომდინარე.
ყველა ახალი ამბავი
0