დაბრუნებულ მიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

© Facebook / Nika Melia ეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, რომლის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ემიგრანტების დაბრუნება - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
მიგრანტების დახმარების პროგრამა: რა მოცულობის გრანტს მიიღებს სახელმწიფოსგან თითოეული
პროგრამა ითვალისწინებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, ასევე პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
წელს რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4 ათას ლარს შეადგენს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0