https://sputnik-georgia.com/20211013/basilasvili-indian-velsis-mastersis-mervedfinalsia-260497891.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის მერვედფინალშია
Sputnik საქართველო
საქართველოს პირველმა ჩოგანმა მასტერსის მეორე ეტაპზე ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე რუსეთის... 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T11:32+0400
2021-10-13T11:32+0400
2021-10-13T17:03+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260067072_0:0:2981:1677_1920x0_80_0_0_4fbf5182e23637317f897a9f1d71217e.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე მეორედ გაიმარჯვა და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა.29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს დაუპირისპირდა და გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა - 4:6, 7:6, 6:2.ესპანელი ჩოგბურთელი პირველ სეტში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგზეც აისახა. რამოს-ვინოლასმა ბრეიკის უპირატესობა გამოიყენა და შეხვედრაში დაწინაურდა. მეორე სეტი გაცილებით დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:2-ს იგებდა, თუმცა ალბერტმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და წინ გავიდა (5:6). მიუხედავად ესპანელის უპირატესობისა, ბასილაშვილმა კიდევ ერთი ბრეიკის შესრულება მოახერხა და სეტი ტაი-ბრეიკში გადაიყვანა, სადაც დიდი უპირატესობით იმარჯვა (7:2). მესამე, გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასის პირველივე ჩაწოდება მოიგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:2).აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მასტერსის პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კრისტოფერ ეუბენქსი დაამარცხა (6:4, 6:3).ინდიან ველსის მასტერსის მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 24-ე განთესვის მქონე რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელმაც ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას ბარიერი იოლად დაძლია (6:0, 6:4).
https://sputnik-georgia.com/20210924/basilasvilma-rtuli-matci-moigo-259856933.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260067072_49:0:2778:2047_1920x0_80_0_0_c2979827572f11026be11e4c93ec07cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის მერვედფინალშია
11:32 13.10.2021 (განახლებულია: 17:03 13.10.2021) საქართველოს პირველმა ჩოგანმა მასტერსის მეორე ეტაპზე ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი იქნება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე მეორედ გაიმარჯვა და ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა.
29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს დაუპირისპირდა და გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა - 4:6, 7:6, 6:2.
ესპანელი ჩოგბურთელი პირველ სეტში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგზეც აისახა. რამოს-ვინოლასმა ბრეიკის უპირატესობა გამოიყენა და შეხვედრაში დაწინაურდა. მეორე სეტი გაცილებით დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:2-ს იგებდა, თუმცა ალბერტმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და წინ გავიდა (5:6). მიუხედავად ესპანელის უპირატესობისა, ბასილაშვილმა კიდევ ერთი ბრეიკის შესრულება მოახერხა და სეტი ტაი-ბრეიკში გადაიყვანა, სადაც დიდი უპირატესობით იმარჯვა (7:2). მესამე, გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასის პირველივე ჩაწოდება მოიგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:2).
24 სექტემბერი 2021, 12:31
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მასტერსის პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კრისტოფერ ეუბენქსი დაამარცხა (6:4, 6:3).
ინდიან ველსის მასტერსის მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 24-ე განთესვის მქონე რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელმაც ესპანელი პაბლო კარენო ბუსტას ბარიერი იოლად დაძლია (6:0, 6:4).