ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება – ქართველმა ჩოგბურთელმა დრამატული მატჩი მოიგო

© Facebook / Qatar Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალურ ეტაპზე ესპანელ დავიდოვიჩ ფოკინას დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 აჯობა. ბასილაშვილის მორიგი მეტოქე გამოცდილი ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირზე მორიგი მატჩი მოიგო და მეოთხედფინალურ ეტაპზე გადაინაცვლა.
29 წლის ბასილაშვილი (36) ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას (45) დაუპირისპირდა და გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, რაც ანგარიშზეც აისახა (0:6). მიუხედავად პირველ სეტში გამანადგურებელი ანგარიშისა, ნიკოლოზმა მეორე სეტი ბრეიქით დაიწყო და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა (6:4). ყველაზე საინტერესო და დაძაბული მესამე, გადამწყვეტი სეტი გამოდგა. ესპანელმა ჩოგბურთელმა წინ გასვლა მალევე მოახერხა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაც იყო. მესამე სეტში დავიდოვიჩ ფოკინა ანგარიშით 4:1 იგებდა, თუმცა ქართველმა უკუბრეიქის შესრულება მოახერხა და ზედიზედ სამი გეიმი მოიგო. დრამატული ორთაბრძოლა ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვება საქართველოს პირველ ჩოგანს დარჩა – 0:6, 6:4, 7:6 (7:4).
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მეცის ტურნირის პირველ წრეში 26 წლის იტალიელ ჯანლუკა მაგერს ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6 აჯობა, შეხვედრა კი საათ-ნახევარი გაგრძელდა. განსხვავებით იტალიელთან მატჩისგან, ბასილაშვილისა და დავიდოვიჩ ფოკინას შორის დაპირისპირება 2:53 საათი მიმდინარეობდა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილი დღეს მესამე ნომრად განთესილ ფრანგ გაელ მონფილსს შეხვდება. მონფილსმა წინა ტურში ვეტერანი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი ანგარიშით - 7:6 (7:2), 6:4 დაამარცხა. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0