ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

© Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
მერვე ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პირველი დაპირისპირება იტალიელ ჯანლუკა მაგერთან მოიგო. ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე დღეს გაირკვევა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (ATP250) პირველი გამარჯვება მოიპოვა.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ს რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს, მეცის ტურნირის პირველ წრეში 26 წლის იტალიელ ჯანლუკა მაგერს (78) ორ სეტში ანგარიშით - 6:3, 7:6 აჯობა.
ქართველისა და იტალიელის დაპირისპირება საათ-ნახევარი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში შეხვედრა ნიკოლოზის კარნახით მიმდინარეობდა. ბასილაშვილმა მატჩის განმავლობაში 11 ეისი მოაწოდა და ჩაწოდებისას ორმაგი შეცდომა მხოლოდ ორჯერ დაუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ჩოგბურთელს საკუთარი მოწოდება არ წაუგია.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში АТР სერიის ტურნირში იასპარეზებს
საქართველოს პირველი ჩოგანი საფრანგეთში მიმდინარე ტურნირზე მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელ დავიდოვიჩ-ფოკინასა და ფრანგ ჟილ სიმონს შორის გამარჯვებული იქნება.
ტურნირის მეორე წრეში გასვლით ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 9 ათასი ევრო გამოიმუშავა.
Moselle Open-ის საპრიზო ფონდია 481 ათასი ევრო. გამარჯვებული 41 ათასს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0