https://sputnik-georgia.com/20210915/nikoloz-basilasvili-safrangetsi-atp-seriis-turnirsi-iasparezebs-259624109.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში АТР სერიის ტურნირში იასპარეზებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში АТР სერიის ტურნირში იასპარეზებს
Sputnik საქართველო
Moselle Open – ბასილაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია, რომელშიც ის 2016 წლიდან მონაწილეობს. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T20:15+0400
2021-09-15T20:15+0400
2021-09-15T22:59+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251891207_0:245:2380:1584_1920x0_80_0_0_e204714d4549b1b8f130570b2a6b190f.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (35-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) მონაწილეობას მიიღებს АТР-250 სერიის ტურნირში საფრანგეთის ქალაქ მეცში. ტურნირი 20-26 სექტემბერს გაიმართება.ბასილაშვილი ტურნირზე მეცხრე ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია, რომ მეცის ტურნირში მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის არც ერთი ჩოგბურთელი არ მიიღებს მონაწილეობას.Moselle Open – ბასილაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ქართველი ჩოგბურთელი მასში რეგულარულ მონაწილეობას 2016 წლიდან იღებს. ბასილაშვილის საუკეთესო შედეგია ტურნირზე - ნახევარფინალში გასვლა 2017 წელს, სადაც ის ფრანგ ბენუა პერთან ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 6:7.Moselle Open-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 330 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულს დაახლოებით 42 ათასი ერგება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ჟო-ვილფრიდ ტსონგა (Jo-Wilfried Tsonga).
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251891207_130:160:2267:1763_1920x0_80_0_0_791f1afaf0e04bcc1fb68118e0fda75b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში АТР სერიის ტურნირში იასპარეზებს
20:15 15.09.2021 (განახლებულია: 22:59 15.09.2021) Moselle Open – ბასილაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია, რომელშიც ის 2016 წლიდან მონაწილეობს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (35-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) მონაწილეობას მიიღებს АТР-250 სერიის ტურნირში საფრანგეთის ქალაქ მეცში. ტურნირი 20-26 სექტემბერს გაიმართება.
ბასილაშვილი ტურნირზე მეცხრე ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია, რომ მეცის ტურნირში მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის არც ერთი ჩოგბურთელი არ მიიღებს მონაწილეობას.
Moselle Open – ბასილაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ქართველი ჩოგბურთელი მასში რეგულარულ მონაწილეობას 2016 წლიდან იღებს. ბასილაშვილის საუკეთესო შედეგია ტურნირზე - ნახევარფინალში გასვლა 2017 წელს, სადაც ის ფრანგ ბენუა პერთან ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 6:7.
Moselle Open-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 330 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულს დაახლოებით 42 ათასი ერგება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ჟო-ვილფრიდ ტსონგა (Jo-Wilfried Tsonga).