„ხვალ პალატაში გადავიყვანთ": როგორია ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რამაც ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, განაცხადა კლინიკა „მედცენტრის" დირექტორმა მედეა ჯიქიამ.
მისი თქმით, თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხვალ პაციენტს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი უფრო აქტიური, ადეკვატური გახდა. მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია. ახლა პაციენტთან ძირითადად ქირურგები და ნევროლოგები მუშაობენ. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება, ხვალ მას პალატაში გადავიყვანთ", – განაცხადა ჯიქიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თავდგირიძის რეაბილიტაციისა და მკურნალობის შემდგომი პროცესი ხანგრძლივი იქნება.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – აღნიშნულ კორპუსში პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0