ქეთი ძიგუა 26 წლის გახდა – ნახეთ როგორ მიულოცა ლევან ქარაზანიშვილმა რჩეულს დაბადების დღე

© Facebook / Levan Karazanishviliლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა
ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ექიმების წყვილი, რომლებიც „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ქირურგის მეუღლე ქეთი ძიგუაა.
ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ. ლევანი ახლა კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსია, მისი რჩეულიც მასთან ერთად მუშაობს. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო იუსტიციის სახლიდან.
მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს აგვისტოში და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღეს. მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადეს და წვეულების ამსახველი ულამაზესი კადრები ხელმომწერებსაც გაუზიარეს.
წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა.
ამჯერად ცნობილი ექიმი რჩეულს დაბადების დღეს ულოცავს და მის ფოტოებს აქვეყნებს. „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“, – წერს ლევან ქარაზანიშვილი „ინსტაგრამზე“. ირკვევა, რომ ქეთი 26 წლის გახდა.
ქეთი ძიგუამ იუბილე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა, სოციალურ ქსელში კი არაერთი მილოცვა მიიღო. „გილოცავ, ქეთი. ბედნიერი იყავი სულ“, „მზის სხივი ხარ“, „ყველაფერს კარგს იმსახურებ“, – წერენ კომენტარებში.
თავად ლევან ქარაზანიშვილი ივნისში 54 წლის გახდა. ჰყავს ორი შვილი პირველი ქორწინებიდან – 26 წლის ნინა და 21 წლის ანა.
ყველა ახალი ამბავი
0