ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / EDDIE MULHOLLANDТрейдеры и торги. Лондонская фондовая биржа
Трейдеры и торги. Лондонская фондовая биржа - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაუფასურდა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,19%-ით გაიზარდა და 101,02 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,51%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,21%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,17% მოგებით 106,67 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,85 პუნქტის ფასით, 4,86% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,1%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,09%-ით გაიზარდა101,83 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,69%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 2,42%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 16,06 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 81 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,5–16,3 ფუნტის დიაპაზონში.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და ერთ აქციაზე 6,11 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 310 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,88–6,2 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,08%-ით გაიზარდა 14,7 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 107 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,14–14,7 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0