პოლიციამ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა.
სამართალდამცველებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის АКС მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
შსს-მ იარაღის მორიგი პარტია ამოიღო: დაკავებულია ორი პირი
მეორე ბრალდებული ბათუმში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0