https://sputnik-georgia.com/20211012/nuki-koshkelishvili-striebi-260476571.html
ნუკი კოშკელიშვილმა სტრიების გაქრობის ხერხს მიაგნო – მსახიობის ვიდეორჩევები
ნუკი კოშკელიშვილმა სტრიების გაქრობის ხერხს მიაგნო – მსახიობის ვიდეორჩევები
Sputnik საქართველო
მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ფორმაში სხვადასხვა გასახდომი საშუალების დახმარებით ჩადგა, ამჯერად საზოგადოებას... 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T18:02+0400
2021-10-12T18:02+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24868/42/248684212_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_487e820f2984876c776c7dd1387dd5e9.jpg
მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ფორმაში სხვადასხვა გასახდომი საშუალების დახმარებით ჩადგა, ამჯერად საზოგადოებას სტრიების მოცილების ეფექტურ ხერხს სთავაზობს. ის ერთ-ერთ ესთეტიკურ კლინიკას ესტუმრა და თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამის“ „სთორის“ საშუალებით მათი მოშორების მეთოდი გაუზიარა.ნუკის თქმით, სტრიები ძირითადად თეძოებზე აქვს, რომელსაც ორი-სამი პროცედურით ეშველება. ეს პროცედურა ალბათ ძალიან ეფექტური იქნება მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადგან სწორედ ასეთ ქალებშია ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური.სტრიები ძალიან ხშირია და მხოლოდ ორსულ ქალებს არ უჩნდებათ. ეს შეიძლება მოხდეს კანის გაწელვის დროს, მაგალითად, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდის პერიოდში, ან წონის მატების დროს. ორსულობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კანზე და გამოიწვიოს სტრიები.სტრიების გაჩენა დამოკიდებულია კანის ტიპზე, რადგან ზოგიერთი ადამიანის კანი უფრო ელასტიკურია. სტრიების გაჩენის მეტი ალბათობა აქვთ იმ ქალებს, ვინც საშუალოზე მეტად მოიმატებს წონაში ორსულობისას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24868/42/248684212_104:0:1000:672_1920x0_80_0_0_0721c5208c19f1b703e28eb0724c4e8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები
ნუკი კოშკელიშვილმა სტრიების გაქრობის ხერხს მიაგნო – მსახიობის ვიდეორჩევები
18:02 12.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ფორმაში სხვადასხვა გასახდომი საშუალების დახმარებით ჩადგა, ამჯერად საზოგადოებას სტრიების მოცილების ეფექტურ ხერხს სთავაზობს. ის ერთ-ერთ ესთეტიკურ კლინიკას ესტუმრა და თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამის“ „სთორის“ საშუალებით მათი მოშორების მეთოდი გაუზიარა.
ნუკის თქმით, სტრიები ძირითადად თეძოებზე აქვს, რომელსაც ორი-სამი პროცედურით ეშველება. ეს პროცედურა ალბათ ძალიან ეფექტური იქნება მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადგან სწორედ ასეთ ქალებშია ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური.
სტრიები ძალიან ხშირია და მხოლოდ ორსულ ქალებს არ უჩნდებათ. ეს შეიძლება მოხდეს კანის გაწელვის დროს, მაგალითად, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდის პერიოდში, ან წონის მატების დროს. ორსულობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კანზე და გამოიწვიოს სტრიები.
სტრიების გაჩენა დამოკიდებულია კანის ტიპზე, რადგან ზოგიერთი ადამიანის კანი უფრო ელასტიკურია. სტრიების გაჩენის მეტი ალბათობა აქვთ იმ ქალებს, ვინც საშუალოზე მეტად მოიმატებს წონაში ორსულობისას.