ნინა ზარქუა სახალისო კადრებს ავრცელებს – ტორტში ამოთხვრილი დიკო ჯოჯუას ფეხსაცმელი

© Photo: Nini Zarqua / FBნინა ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი
ნინა ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა.
წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ. ამჯერად ნინა ზარქუა კადრებს შვილის დაბადების დღიდან აქვეყნებს: „ანანო 13 წლის“ – წერს ის „ინსტაგრამზე“.
როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვანი დღე ანა ამისულაშვილმა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა და დრო სასიამოვნოდ გაატარა. „რა მაგარი ვიდეოა“, „გილოცავთ“, „სულ ბედნიერები იყავით“, – წერენ კომენტარებში.
სადღესასწაულო ტორტი სტუმრებმა ერთმანეთს შეაზილეს. ზარქუამ ტელეწამყვანი დიკო ჯოჯუა მონიშნა ერთ-ერთ ფოტოზე და დაწერა, რომ, სავარაუდოდ, ამ პროცესს მისი თეთრი ფეხსაცმელი შეეწირა, რომელიც დიკოს შვილს თუნა რამიშვილს ეცვა.
ყველა ახალი ამბავი
0