ნათია გადელია მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

© Facebook / Georgian Weightlifting Federationნათია გადელია
ნათია გადელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ძალოსანმა თავისი გამარჯვება ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 17 წლის ქართველმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა, რომელიც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ატაცში 91 კგ დაძლია, აკვრაში კი 117 კგ და ჯამში 208 ქულით მსოფლიო პირველობის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მეორე ადგილზე გასულ ირანელ იეკტა ჯამალი გალეს გადელიამ სამი კილოგრამით აჯობა.
მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა დარია მეშერიაკოვამ დაიკავა (201 კგ). უნდა აღინიშნოს, რომ გადელიამ ატაცსა და ორჭიდში საქართველოს რეკორდები 4-4 კილოგრამით გააუმჯობესა.
გადელიამ თავისი გამარჯვება ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0