https://sputnik-georgia.com/20211012/koronavirusi-mozardebsi-swavlidan-ertikviris-mere-260461365.html
კორონავირუსი მოზარდებში – საკლასო ოთახებში სწავლის ერთი კვირის შედეგები
კორონავირუსი მოზარდებში – საკლასო ოთახებში სწავლის ერთი კვირის შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით იკეტება საბავშვო ბაღები და სულ უფრო მეტი სკოლა გადადის სწავლების დისტანციურ ფორმაზე. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T10:24+0400
2021-10-12T10:24+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908763_81:333:3130:2048_1920x0_80_0_0_0bed8c94624171ba08165ac0621e27d3.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მოზარდებს შორის მკვეთრად გაიზარდა, სპეციალისტები ამას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყებას უკავშირებენ.კორონავირუსის „ინდური“ შტამი ბავშვებში სწრაფად ვრცელდება. ის საქართველოში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დროს გაჩნდა. „დელტა“ შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული „ჩინური“ და „ბრიტანული“ შტამები.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შემდეგ იმატა მიმართვიანობამ. ეს განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღე იგრძნობა. მისი თქმით, ექიმები ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისუფალი საწოლების პრობლემა არ შეიქმნას.ციციშვილის კლინიკაში ამჟამად დაახლოებით 150 პაციენტი მკურნალობს. ესენი არიან ბავშვები და მათი მშობლები. რეანიმაციულ განყოფილებაში 23 ბავშვია მოთავსებული.თბილისში კორონავირუსის გამო 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასი.რთული ეპიდვითარებაა კახეთში. შვიდი სახელმწიფო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და კიდევ ხუთი ჯგუფი. აქედან თელავში 11 კლასი და 15 საბავშვო ბაღი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი კახეთში მკვეთრად შემცირდა.საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს დაიწყო, ასევე ამ დროს დაიწყო მუშაობა საბავშვო ბაღებმა, თუმცა ისინი ერთმანეთის მიყოლებით იკეტება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია ვაქცინირებული და იმუნიზაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ეპიდემიოლოგების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
https://sputnik-georgia.com/20211011/cercvaze-arsfotebulia-vaqcinaciis-dabali-macveneblis-gamo-gansakutrebit-pedagogebsi-260455639.html
https://sputnik-georgia.com/20211007/gamyrelize-gveqneba-rtuli-noemberi-amas-vaqcinacia-seacerebs-mxolod-260316572.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908763_523:327:2818:2048_1920x0_80_0_0_a6103ce77d10f4d95a7702d6c56ab3e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
კორონავირუსი მოზარდებში – საკლასო ოთახებში სწავლის ერთი კვირის შედეგები
10:24 12.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით იკეტება საბავშვო ბაღები და სულ უფრო მეტი სკოლა გადადის სწავლების დისტანციურ ფორმაზე.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მოზარდებს შორის მკვეთრად გაიზარდა, სპეციალისტები ამას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყებას უკავშირებენ.
კორონავირუსის „ინდური“ შტამი ბავშვებში სწრაფად ვრცელდება. ის საქართველოში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დროს გაჩნდა. „დელტა“ შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული „ჩინური“ და „ბრიტანული“ შტამები.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა ტელეკომპანია „
იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შემდეგ იმატა მიმართვიანობამ. ეს განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღე იგრძნობა. მისი თქმით, ექიმები ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისუფალი საწოლების პრობლემა არ შეიქმნას.
ციციშვილის კლინიკაში ამჟამად დაახლოებით 150 პაციენტი მკურნალობს. ესენი არიან ბავშვები და მათი მშობლები. რეანიმაციულ განყოფილებაში 23 ბავშვია მოთავსებული.
თბილისში კორონავირუსის გამო 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასი.
რთული ეპიდვითარებაა კახეთში. შვიდი სახელმწიფო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და კიდევ ხუთი ჯგუფი. აქედან თელავში 11 კლასი და 15 საბავშვო ბაღი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი კახეთში მკვეთრად შემცირდა.
საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს დაიწყო, ასევე ამ დროს დაიწყო მუშაობა საბავშვო ბაღებმა, თუმცა ისინი ერთმანეთის მიყოლებით იკეტება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია ვაქცინირებული და იმუნიზაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ეპიდემიოლოგების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.