ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 13 ოქტომბერს გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / ფოტობანკში გადასვლაჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ჟენევის დისკუსიების მორიგი, 54-ე რაუნდი საქართველოსა და რუსეთს შორის 13 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უკვე ჟენევაშია. მოლაპარაკებების წინ მხარეები თანათავმჯდომარეებს შეხვდებიან.

„ჟენევის მოლაპარაკებები ექვსპუნქტიან შეთანხმებაზეა დაფუძნებული. აღნიშნული შეთანხმება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს არის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების საკითხებთან დაკავშირებით პროგრესი დაფიქსირდეს და, რა თქმა უნდა, მთავარი თემა ეს იქნება", – განაცხადა დარსალიამ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური