ბუბა კიკაბიძის მეუღლეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

© photo: Sputnikვახტანგ კიკაბიძე
ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
ბუბა კიკაბიძემ და ირინა ქებაძემ 1965 წელს იქორწინეს, მანამდე ქებაძე გურამ საღარაძის მეუღლე იყო.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის მეუღლეს ირინა ქებაძეს ვერის სასაფლაოზე ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ, განაცხადა Sputnik- საქართველოსთან კიკაბიძის პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ.
სამოქალაქო პანაშვიდი ვერის სასაფლაოს ეკლესიაში 13 ოქტომბერს, 16:00 საათიდან დაიწყება, დაკრძალვის ცერემონია კი ხუთშაბათს, დღის ორ საათზე გაიმართება.
აბზიანიძის თქმით, ბოლო წლებში ირინა ქებაძე მძიმედ ავადმყოფობდა – თავს ცუდად გრძნობდა, აწუხებდა სკლეროზი და ასაკთან დაკავშირებული პრობლემები.
ქებაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა მარინა საღარაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა. „წავიდა ჩემი ლამაზი, თბილი და ყველაზე ერთგული ადამიანი... დე მიყვარხარ", – დაწერა მარინა საღარაძემ.
ბუბა კიკაბიძემ და ირინა ქებაძემ 1965 წელს იქორწინეს. კიკაბიძის მეუღლე წარსულში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა იყო. მარინა საღარაძე ქებაძის ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან, იგი მსახიობ გურამ საღარაძის მეუღლე იყო. მეორე ქორწინებიდან კი ქებაძეს ჰყავს ვაჟი კონსტანტინე კიკაბიძე.
ყველა ახალი ამბავი
0