ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს დაემშვიდობნენ

© photo: Sputnik / Stringerბათუმში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი
ბათუმში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
პანაშვიდს ესწრებოდნენ დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩასული მოქალაქეები.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს.
8 ოქტომბერს მომხდარი საზარელი ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ექვსი ზრდასრული ადამიანი და სამი არასრულწლოვანი – ერთი წლის, ცხრა წლის და 12 წლის ბავშვები.
სამშაბათს ხუთი დაღუპული წმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან გაასვენეს. კიდევ ოთხი დაღუპული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, კვირას, 10 ოქტომბერს დაკრძალეს.
პანაშვიდს ესწრებოდნენ დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩასული მოქალაქეები. დაღუპულებს გამოეთხოვნენ ასევე მაშველები, რომლებიც ორი დღე-ღამის განმავლობაში ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობდნენ.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
პრესკონფერენცია: შენობების უსაფრთხოება საქართველოში – რა აჩვენა ბათუმის ტრაგედიამ
პოლიციამ უკვე დააკავა ტრაგედიაში სამი ბრალდებული — პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებმაც, გამოძიების მონაცემებით, შენობას მზიდი კონსტრუქცია მოუშალეს, რაც, სავარაუდოდ, სახლის ჩამონგრევის მიზეზი გახდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამივეს პატიმრობა შეეფარდა.
ქვეყანაში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0