საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში გაემგზავრა

© Government of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ვენაში ასევე დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ავსტრიაში გაემგზავრა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ვენაში ვიზიტს პრეზიდენტი ავსტრიაში მომუშავე ქართველებთან შეხვედრით დაიწყებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნებისა და მედიცინის სფეროების წარმომადგენლები.
სამშაბათს, 12 ოქტომბერს ავსტრიის პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
დაგეგმილია აგრეთვე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დენ ბელენის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ღარიბაშვილმა ავსტრიის, თურქეთისა და მოლდოვის ლიდერებთან შეხვედრები გამართა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს შეხვდება და შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს გენერალური მდივნის ოფისში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან ერთად დაათვალიერებს ბერტა ფონ ზუტნერისადმი (ავსტრიელი მწერალი, საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის წევრი) მიძღვნილ ფოტოგამოფენას „ქალები მშვიდობისათვის“.
გარდა ამისა, ზურაბიშვილი ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართავს სიტყვით ავსტრიის პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 13 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს.
ყველა ახალი ამბავი
0