გაშიფრული ქვეცნობიერი და მოხსნილი თაბაშირისგან შექმნილი კომპოზიცია „დრო ფეხზე მკიდია“

© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
პოპ-არტი ბევრისთვის მხატვრობის უჩვეულო მიმდინარეობად რჩება. მხოლოდ ამ მიმართულების მიმდევარ მხატვრებს შეუძლიათ სხვებისთვის უსარგებლო საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნაგავი სახატავ მასალად გამოიყენონ და მისგან ხელოვნების რანგში აყვანილი ნამუშევრები შექმნან.
ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ მხატვარ თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედების ხილვის დროსაც.
თანაც, მისი ნახატები ერთგვარი ფსიქოლოგიური სიუჟეტებია, რომელშიც გარკვეული შიფრია ჩადებული. თუ კარგად დაუკვირდები, მას აუცილებლად ამოხსნი. გარდა იმისა, რომ მოქმედი მხატვარია, ხელოვნების სტუდია „კრეატივში“ ნიჭიერ პატარა მოსწავლეებს სწორედ ასეთ არტ-საიდუმლოებებს უზიარებს...
- თამარ, პროფესიის არჩევის დროს რატომ შეჩერდით კინოსა და თეატრის მხატვრობაზე?
- ბავშვობაში, როდესაც ბუმბერაზი სცენოგრაფების სოლიკო ვირსალაძის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრებს ვუყურებდი, ვცდილობდი მათი კოსტიუმების და სცენური დეკორაციების ანალოგები შემექმნა. ვაკეთებდი პატარა მაკეტებს, რომლის შიგნით ვაფენდი ბჭყვიალა ქაღალდებს, სასცენო განათების იმიტაცია რომ შემექმნა. ამიტომ სკოლის შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი ავირჩიე სანახაობათა მხატვრული გაფორმებისა და დიზაინის განხრით. ამ პროფესიის არჩევა თეატრის დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, თეატრისა, რომელიც იყო და რჩება ჩემს ოცნებად.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- რაღაც პერიოდი რუსთავის დრამატულ თეატრში მუშაობდით...
- რუსთავის დრამატულ თეატრში პრაქტიკა არაჩვეულებრივ ხელოვანებთან გავიარე. მახსოვს ბატონი მალხაზ დათუკიშვილი, რომელიც მარტო ხატავდა რვამეტრიან ფარდას სპექტაკლისთვის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. ის უფლებას მაძლევდა, რომ ფაქტურებსა და ლაქებზე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი, რაც იმ დროს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილი
თამარ ფეიქრიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილი
- საიდან ჩნდება თქვენს ნახატებზე ისეთი სიუჟეტები, რომელიც, ასე ვთქვათ, გაშიფრულ ქვეცნობიერს ჰგავს?
- გაშიფრული ქვეცნობიერი - ეს აზრის სწორი ფორმულირებაა. დიახ, რასაც განვიცდი, ჩემს ნამუშევრებშიც იმას ავსახავ. მათ აქვს პერიოდიზაცია – როდის ვიყავი მელანქოლიურ-სენტიმენტალურ, დეპრესიულ თუ ამაღლებულ განწყობაზე...
- დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს უჩვეულო პატარა ისტორია ექნება...
- დიახ, ყველას აქვს თავისი ისტორია. ახლა „ავხსნი“ ერთ-ერთ ნახატს, რომელსაც ჰქვია ,,ტვინის მასაჟი’’. ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა ფსიქიატრიული კლინიკის კედლებს მიღმა, რატომ მოხვდნენ ეს ადამიანები იქ, როგორია მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ყოველდღიური რუტინა. ერთ დღეს ახლობელი დააწვინეს და სანახავად ვესტუმრე. რაც იქ დავინახე და განვიცადე, ეს შეგიძლიათ თქვენც იგრძნოთ და დაინახოთ ჩემს იმ ნამუშევარში, რაც ვახსენე...
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- ინტერვიუმდე მითხარით, როცა ნამუშევრებისთვის სამშენებლო მასალებს ვაგროვებდი, ფათერაკებში ბევრჯერ აღმოვჩნდიო, რას გულისხმობდით?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით: ორი წლის წინ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე წავედი. იქ მიტოვებული შენობის კიბიდან მოულოდნელად გადმოვვარდი. ხელი და ფეხი მოვიტეხე, ორივე თაბაშირში ჩამისვეს. როცა მომხსნეს, ახალი კომპოზიცია სწორედ იმ თაბაშირებით გავაკეთე და, იცით, რა დავარქვი? – „დრო ფეხზე მკიდია“. ასეთი ამბავი ბევრი მახსენდება და არ მიკვირს, ხელოვნება ხომ მსხვერპლს მოითხოვს...
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- ასეთი მასწავლებლის გაკვეთილებზე დასწრება ალბათ საინტერესო იქნება. ორი წელია, რაც სტუდია ჩამოაყალიბეთ...
- დიახ, უკვე ორი წელი არსებობს ხელოვნების სტუდია „კრეატივი“, სადაც სწავლობენ მხატვრობაზე არა მხოლოდ შეყვარებული, არამედ გონიერი, მშრომელი და ნიჭიერი ბავშვები. სტუდიაში მიიღებიან განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული მოსწავლეები. ისინი აქ მარტო ხატვას კი არ სწავლობენ, სილამაზის აღქმის უნარს და ესთეტიკურ ღირებულებებს ეუფლებიან.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- თქვენი მოსწავლეებისთვის ერთგვარი მასტერ-კლასებია გამოცდილ მხატვრებთან სტუმრობა, რომელს გაიხსენებთ?
- მინდა გავიხსენო ვიზიტი, რომელიც თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ბატონ მალხაზ დათუკიშვილის სახელოსნოში შედგა. ის პროფესიით დაზგური გრაფიკის სპეციალისტი და თეატრის მხატვარია. ასევე პოპ-არტისა და აბსტრაქტული არტის არაჩვეულებრივი შემსრულებელი, პედაგოგი და მხატვართა გაერთიანება ,,გამას“ თვალსაჩინო ფიგურა. მისი ნამუშევრები ყოფილი იუგოსლავიის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საგამოფენო სივრცეებში საპატიო ადგილს იკავებს და კერძო კოლექციებშიც ინახება. მასთან ერთად „კრეატივს“ პროფესიული პარტნიორობა გაუწიეს ქალაქის წარმატებულმა მოქანდაკეებმა ვალერიან ჯიქიამ და მალხაზ ჩალაძემ. ასეთი შეხვედრები შემოქმედებითად მოაზროვნე ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს და, ამდენად, აუცილებელია.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- ბოლოს რა წარმატებას მიაღწიეს „კრეატივის“ მოსწავლეებმა?
- ისინი ჩაერთვნენ კონკურსში ,,ჩემი სიზმარი“ და მიენიჭათ პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში. პატარების ნანახი სიზმრების ნახატებად ხილვა ძალიან საინტერესოა. მათი ნამუშევრები ფერადი, ლამაზი და აბსტრაქტულია. მიხარია, რომ დიდმა ხელოვანებმა ჩვენს ციცქნა მხატვრებს შემოქმედებითი ფანტაზია და გამოსახვის უნარი მოუწონეს. მათთვის ასეთ ქებას დიდი მნიშვნელობა აქვს და სტიმულია. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის, „კრეატივის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს კი არაერთ გამარჯვებას ვუსურვებ.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- თქვენ გაქვთ ნახატი, რომელსაც დაარქვით „დედამიწა საფრთხეშია“, რა დაგანახათ პანდემიურმა საფრთხემ?
- რაღაც დროს პანდემია ჩემი ინსპირირების მიზეზი გახდა. მან დამანახა, რომ მხატვრობა, ზოგადად ხელოვნება, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის „ფსიქოტროპული“ საშუალება, ხსნა და ძალაა. ამ ძალას კი რეალურად შეუძლია ადამიანი სასოწარკვეთისგან იხსნას...
ყველა ახალი ამბავი
0