https://sputnik-georgia.com/20211011/skolebsa-da-bagebshi-inpicirebulta-raodenoba-izrdeba-260435134.html
სკოლებსა და ბაღებში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
სკოლებსა და ბაღებში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა, იუწყება Новости-Грузия... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T14:50+0400
2021-10-11T14:50+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_0:118:2000:1243_1920x0_80_0_0_7b62910c5c7629ce5753c87f41ff953d.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა, იუწყება Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, თბილისში მოქმედი საჯარო ბაღები კოვიდ-რეგულაციების დაცვით მუშაობენ. ამიტომაც, პროტოკოლის თანახმად, ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი საბავშვო ბაღი 12-დღიან კარანტინში, კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლაციაში გადადიან.თბილისში 180 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. კორონავირუსის გავრცელება შეიმჩნევა თბილისის სკოლებშიც. დღეისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.თუ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუმჯობესდება, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ ახალი შეზღუდვების შემოღებას. მაგალითად, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების ახალი, მეხუთე ტალღის დასაწყისია.საქართველომ ზაფხულში კორონავირუსის ყველაზე მძიმე, მეოთხე ტალღა გადაიტანა. დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აღწევდა.სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა მეხუთე ტალღა არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც მეოთხე.ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 635 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 602 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 9.269 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210923/bokerias-klinikasi-sami-kovidinficirebuli-orsulis-mdgomareoba-kritikulad-mzimea-259843910.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_249:179:1826:1362_1920x0_80_0_0_9e06b11d7f1b9bd6b6d335ede9c02f97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, განათლება საქართველოში , covid-19
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო თბილისში არსებულ 55 საბავშვო ბაღში კარანტინი გამოცხადდა, იუწყება
Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, თბილისში მოქმედი საჯარო ბაღები კოვიდ-რეგულაციების დაცვით მუშაობენ. ამიტომაც, პროტოკოლის თანახმად, ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი საბავშვო ბაღი 12-დღიან კარანტინში, კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლაციაში გადადიან.
თბილისში 180 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.
23 სექტემბერი 2021, 19:37
კორონავირუსის გავრცელება შეიმჩნევა თბილისის სკოლებშიც. დღეისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.
თუ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუმჯობესდება, ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ ახალი შეზღუდვების შემოღებას. მაგალითად, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების ახალი, მეხუთე ტალღის დასაწყისია.
„ეს ინფიცირების შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდაა. ჩვენი პროგნოზებით, ასეთ ზრდას ნოემბერ-დეკემბერში მეხუთე ტალღის პერიოდში ველოდებოდით, რადგანაც ვვარაუდობდით, რომ ცივი ამინდები ხელს შეუწყობდა რესპირატორული დაავადებების გააქტიურებას, თუმცა შემთხვევების ზრდა უფრო ადრე დაიწყო", – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველომ ზაფხულში კორონავირუსის ყველაზე მძიმე, მეოთხე ტალღა გადაიტანა. დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აღწევდა.
სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა მეხუთე ტალღა არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც მეოთხე.
ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 635 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 602 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 9.269 პირი.