აკრძალული კომპონენტები: რუსეთმა ჩინური წარმოების სურსათის ექსპორტი შეაჩერა

© Pixabay / RitaEბოსტნეული
ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. „როსპოტრებნადზორმა“ ჩინეთში წარმოებულ და რუსეთში შეტანილ მთელ რიგ პროდუქტებში აკრძალული კომპონენტები აღმოაჩინა და დროებით შეაჩერა ქვეყანაში მათი იმპორტი, ნათქვამია ამ უწყების საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალული კომპონენტები გამოვლინდა სიმინდის ჩიფსებში, ვერმიშელსა და „ლაფშაში“, ორცხობილითა და შოკოლადის კრემით დამზადებულ კვერცხ-სიურპრიზში (შიგნით სათამაშოთი).
ნატურალური პროდუქტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2019
მითები კვების შესახებ: ვენდოთ თუ არა ეტიკეტს „ყველაფერი ნატურალურია“
საუბარია გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდისა და სოიოს დნმ-ებზე, რომელთა რაოდენობა ზოგ პროდუქტში ხუთჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ამასთან პროდუქციის მარკირებაზე არ არის დატანილი ინფორმაცია მასში შემავალი გენმოდიფიცირებული კომპონენტების თაობაზე.

„არაინფექციული დაავადებების (მოწამვლის) მასობრივი წარმოშობისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით <...> 2021 წლის 11 ოქტომბრიდან, სპეციალური განკარგულების გაცემამდე, შეჩერებულია აღნიშნული საკვები პროდუქტების შემოტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც „როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, უწყებამ ჩინური წარმოების სხვა პროდუქციაზეც გააძლიერა კონტროლი და ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას იწყებს პროდუქციაში „გაუცხადებელი გენმოდიფიცირებული კომპონენტების“ გამოსავლენად.
ყველა ახალი ამბავი
0