კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.
ალბათ, ყველას ერთნაირად გვხიბლავს პროდუქტზე მიკრული ეტიკეტი - „დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან“. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, ავხსნათ, როგორია პროდუქტი ეტიკეტით - „ნატურალურია“.
საკვების ეტიკეტირება საკმაოდ დამაბნეველია. მომხმარებლები ხშირად ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ ეტიკეტებს, როგორებიცაა „ნატურალურია“, „დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან“ და ა.შ. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ შეფუთვაზე ასეთი წარწერები ხშირად მხოლოდ გაყიდვების გასაზრდელად შექმნილი მარკეტინგული ხრიკებია.
საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (The FDA) ოფისს არ აქვს ბუნებრივი, ნატურალური საკვების ოფიციალური განმარტება. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთი პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ არომატებს, სინთეზურ ნივთიერებებს ან დამატებულ ფერებს.
სინამდვილეში, მრავალი პროდუქტი, რომელსაც „ ნატურალური“ ეწოდება, გაჟღენთილია მაღალი ფრუქტოზა სიმინდის სიროფით და სხვა ინგრედიენტებით, რომელიც გენური ინჟინერიით არის მიღებული, ანუ გენმოდიფიცირებულია.
მაგალითად, ისეთი პროდუქტი, როგორიცაა ქიშმიშის ფანტელები( ფაფა), შეიძლება მივიჩნიოთ სრულიად ნატურალურად მაშინაც კი, როცა ის გაჟღენთილია სიმინდის სიროფითა და შაქრით,
საკვები, რომელსაც მიკრული აქვს ეტიკეტი „ნატურალურია“, შეიძლება იყოს მაღალკალორიული, ნატრიუმის, შაქრისა და ცხიმების მაღალი შემცველობით.
ამიტომ, ფრთხილად იყავით, არ ენდოთ მხოლოდ ეტიკეტს, გადაამოწმეთ, შეესაბამება თუ არა პროდუქტი რეკლამირებულს, რადგანაც ასეთი საკვები საკმაოდ ძვირი ღირს.