რაზე მეტყველებს ადამიანის ხელწერა: ხასიათი და ფსიქიკური მდგომარეობა

© Pixabay / picjumbo_comბავშვი წერის დროს
ბავშვი წერის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
გრაფოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ თქვენთვის საინტერესო ადამიანის ხასითიასა და ფსიქიკის ამოცნობა გსურთ, მის ხელწერას უნდა დააკვირდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში იშვითად თუ წააწყდებით ხელით დაწერილ ტექსტს, ვფიქრობთ, მაინც საინტერესო უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რაზე მეტყველებს ხელწერა.
გრაფოლოგების თქმით, ხელწერა ძალიან ბევრ საინტერესოს მოგითხრობთ ამა თუ იმ ადამიანზე და მის ისეთ თვისებებზე, რომლებსაც შეიძლება საგულდაგულოდ მალავდეს.
მამაკაცი ქუჩაში ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2019
როცა საქმე ზომაშია, ანუ რაზე მეტყველებს მამაკაცის ტერფის სიგრძე
მაგალითად, ირკვევა, რომ:
წვრილი, მძივისებური ხელწერა — ეს პიროვნების რაციონალიზმზე, მომჭირნეობა-ყაირათიანობაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ასეთები კარგად ფლობენ თავს და დაკვირვებულებიც არიან.
მსხვილი, ბავშვური ხელწერა გვამცნობს, რომ საქმე მიმნდობ, რბილი ხასიათის, მგრძნობიარე და არაპრაქტიკულ ადამიანთან გვაქვს. ასეთებს სურთ, რომ ყურაღების ცენტრში იყვნენ.
წვრილი და მჭიდრო ნაწერი — ადამიანი ზედმეტად მომჭირნეა (შეიძლება ითქვას, ძუნწი) და ამასთან კონსერვატიული.
გაშლილი, ფართო ხელწერა აქვთ სტრატეგოსის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, ისეთებს, რომლებსაც გლობალური, სისტემური აზროვნებისკენ აქვთ მიდრეკილება.
თუ წერისას ადამიანი ძალიან ხრის ასოებს მარჯვნივ, ე.ი. მას საკუთარი გრძნობების კონტროლი არ შეუძლია, არის ფეთქებადი და წყენია, ხშირად მრისხანებს.
ვერტიკალური ხელწერა — ეს ძლიერ ნებისყოფაზე, თავშეკავებულობასა და მტკიცე ხასიათზე მეტყველებს.
მარცხნივ დახრილი ასოები — ეს სიჯიუტის, სიკერპისა და შეუპოვრობის ნიშანია. ასეთი ხელწერა ძირითადად ისეთ ადამიანებს აქვთ, რომლებიც იძულებული არიან მათთვის მიუღებელ, უცხო გარემოში იცხოვრონ (მაგალითად, ბავშვთა სახლი, ინტერნატი და სხვ.). გარდა ამისა, ასეთი ხელწერა შეიძლება მაშინაც გაჩნდეს, თუ ადამიანი საკუთარი თავის შეცვლას მოისურვებს.
ქაოსურად განთავსებული, სხვადასხვა სიდიდის ასოები, ხან მარჯვნივ და ხანაც მარცხნივ დახრილი — ე.ი. საქმე გაუწონასწორებელ, ჭირვეულ ადამიანთან გაქვთ, რომელსაც შეიძლება იუმორის კარგი გრძნობაც ჰქონდეს.
გაურკვეველი ხელწერა — ასეთები რეალობის დამალვისკენ ისწრაფვიან, ეშინიათ, რომ ნამდვილ არსსა თუ მდგომარეობას გაუგებენ.
წვრილი ასოები და სიტყვებს შორის დიდი დაშორება — ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ემოციური კრიზისი აქვს.
უცნაური მოხაზულობის ასოები, უწესრიგო შტრიხებით, წერტილებითა თუ ხაზებით — თქვენ წინაშეა საკმაოდ უნდო ადმიანი, რომელსაც აკვიატებული იდეები აწუხებს.
ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2020
რაზე მეტყველებს თქვენი წარბები: დადასტურებულია კვლევებით
გარდა ამ ნიშნებისა, გრაფოლოგები ადამიანზე წარმოდგენის შესაქმნელად ყურადღებას ამახვილებენ ფურცელზე წერისას დაცულ მინდვრებზეც.
თუ ფართო მინდორი მარჯვნივაცაა მოტოვებული და მარცხნივაც, ე.ი. ადამიანი გულუხვია და თანაც ბაქია, ანუ ტრაბახი ახასიათებს.
ფართო მინდორი მხოლოდ მარჯვნივ — დელიკატურობასა და იმავდროულად მერყევ ხასიათზე მიანიშნებს.
სხვადასხვა სიგანის მინდვრები — ეს დაუდევრობის ნიშანია.
მინდვრების არარსებობა კი იმას ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ადამიანი, რომლის ცხოვრებაში სხვა არავისი ადგილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0