რაზე მეტყველებს თქვენი წარბები: დადასტურებულია კვლევებით

© Pixabay / StockSnapქალის სახე
ქალის სახე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ასეთი ტიპის წარბებია ნარცისების ერთგვარი იარაღი, რითაც ისინი ახერხებენ თავი დაამახსოვრონ, დააინტერესონ და მოხიბლონ ადამიანი

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თუ შეყვარებული ბრძანდებით, ძალიან ძნელია შენიშნოთ, რომ თქვენი პარტნიორი პირწავარდნილი ნარცისია; ეს იმიტომ, რომ, როგორც ირკვევა, ნარცისები ქამალეონებივით იცვლიან ფერს და კარგად მანიპულირებენ სხვებით საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, წერს გამოცემა Business Insider-ი ჟურნალ Personality-ში გამოქვეყნებულ კვლევებზე დაყრდნობით.

სილამაზის სალონში - Sputnik საქართველო
რაზე მეტყველებს ფჩხილის ფორმა და ფერი: დამტკიცებულია მეცნიერულად

სპეციალისტების თქმით არსებობს ნარცისების სამი ტიპი: დემონსტრაციული, ჩაკეტილი და ტოქსიკური. თუმცა, მიუხედავად ტიპობრივი განსხვავებისა, ყველა მათგანს აქვს საერთო.

გამოცემის ინფორმაციით, მირანდა ჯაკომინმა და ნიკოლას რულმა, სხვა სპეციალისტებთან ერთად, კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მთელი ნარცისული სპექტრი ჩართეს - დაწყებული ნორმალური დონით, დასრულებული სრულმასშტაბიანი ნარცისით.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა რომ ნარცისებს აქვთ საერთი ნიშანი, რომელიც მათ ამოცნობას აიოლებს და ასე ვთქვათ, ხილულს ხდის: ეს წარბებია! დიახ, მუქი, ხშირი და სახასიათო წარბები. 

უცნაურია, მაგრამ სწორედ წარბების მეშვეობით იცნობდნენ კვლევის მონაწილეები ნარცისებს ფოტოებზე.
ამის შემდეგ მკვლევარებმა კიდევ ერთი ცდა ჩაატარეს და ფოტოშოპის მეშვეობით „ნარცისული წარბები“ არანარცისებს მიახატეს. ამ ექსპერიმენტმაც იგივე შედეგი აჩვენა - მისი მონაწილეები სქელ და ხშირწარბიან ადამიანებს ნარცისებად აღიქვამდნენ.

რაზე მეტყველებს თქვენი შუბლის ფორმა: პიროვნული თვისებები>>

შესაბამისად, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ სწორედ წარბებია ნარცისების ერთგვარი იარაღი, რითაც ისინი ახერხებენ თავი დაამახსოვრონ, დააინტერესონ და მოხიბლონ ადამიანი და ასევე შთაბეჭდილება მოახდინონ მასზე.
მკვლევარების თქმით, ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან წარბები იმაზე მეტ ინფორმაციას იძლევა პიროვნების ფარულ თვისებებზე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

 

ყველა ახალი ამბავი
0