https://sputnik-georgia.com/20211011/msoflio-cempion-zurab-datunasvils-serbetsi-grandiozuli-daxverda-mouwyves-260456141.html
მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს სერბეთში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს სერბეთში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
Sputnik საქართველო
სერბეთის ფედერაციის ხელმძღვანელი კმაყოფილია, რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი „მოსტაცა“ 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T22:32+0400
2021-10-11T22:32+0400
2021-10-12T10:17+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260458989_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_4d0b77cf4f3b494fdb0fd24c90924442.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილს ბელგრადში, როგორც გმირს, ისე შეხვდნენ.საქმე ისაა, რომ 2020 წლიდან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი სერბეთის სახელით ასპარეზობს.მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის გარდა, სერბეთის დროშით დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს და ტოკიოში ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. აეროპორტში მოჭიდავეს შეხვდნენ სიმღერით „მარში დრინაზე“. ეს ცნობილი სერბული სამხედრო მარშია, შექმნილი 1915 წელს, და ეძღვნება სერბეთის არმიის გამარჯვებებს ავსტრია-უნგრეთზე პირველ მსოფლიო ომში.დათუნაშვილის ბრძოლაზე სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჟელკო ტრაიკოვიჩმაც ისაუბრა.დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა გასული წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების სახელით ასპარეზობს.საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ მან 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალის დროს მოხდა. ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზურაბ დათუნაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი. დათუნაშვილი არ დაეთანხმა მსაჯების გადაწყვეტილებას და მისი პროტესტი სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაება. როგორც დათუნაშვილი ამტკიცებდა, ამ უკანასკნელმა მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყა.დათუნაშვილი მოითხოვდა გეგეშიძის გადადგომას, თუმცა უშედეგოდ. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი თავდებით გაათავისუფლეს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დათუნაშვილი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2016, 2017), ასევე ის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.
https://sputnik-georgia.com/20200130/daTunaSvili-moWidave-serbeTis-saxeliT-iasparezebs-247608576.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260458989_34:0:2765:2048_1920x0_80_0_0_2d70f7de7503658970c4ce240a35867d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველოს სიამაყე
სპორტი, ახალი ამბები, საქართველოს სიამაყე
მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს სერბეთში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
22:32 11.10.2021 (განახლებულია: 10:17 12.10.2021) სერბეთის ფედერაციის ხელმძღვანელი კმაყოფილია, რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი „მოსტაცა“
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილს ბელგრადში, როგორც გმირს, ისე შეხვდნენ.
საქმე ისაა, რომ 2020 წლიდან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი სერბეთის სახელით ასპარეზობს.
„მადლობა ყველას - ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვიზიარებთ წარმატებას. გაუმარჯოს სერბეთს!“ - მოჰყავს დათუნაშვილის სიტყვები ადგილობრივ გამოცემა RTS-ს.
მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის გარდა, სერბეთის დროშით დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს და ტოკიოში ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. აეროპორტში მოჭიდავეს შეხვდნენ სიმღერით „მარში დრინაზე“. ეს ცნობილი სერბული სამხედრო მარშია, შექმნილი 1915 წელს, და ეძღვნება სერბეთის არმიის გამარჯვებებს ავსტრია-უნგრეთზე პირველ მსოფლიო ომში.
დათუნაშვილის ბრძოლაზე სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჟელკო ტრაიკოვიჩმაც ისაუბრა.
„ვულოცავ ზურაბს და მთელ გუნდს. ყველამ კარგად იასპარეზა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას. სპორტული დიპლომატიის წყალობით ჩვენ მას ზურაბი „მოვტაცეთ“, - განაცხადა ფედერაციის ხელმძღვანელმა.
დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა გასული წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების სახელით ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ მან 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.
ინციდენტი 2019 წლის 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის ფინალის დროს მოხდა. ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზურაბ დათუნაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი. დათუნაშვილი არ დაეთანხმა მსაჯების გადაწყვეტილებას და მისი პროტესტი სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაება. როგორც დათუნაშვილი ამტკიცებდა, ამ უკანასკნელმა მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყა.
დათუნაშვილი მოითხოვდა გეგეშიძის გადადგომას, თუმცა უშედეგოდ. სპორტსმენმა გეგეშიძეს სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი თავდებით გაათავისუფლეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დათუნაშვილი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2016, 2017), ასევე ის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.