https://sputnik-georgia.com/20211011/koronavirusis-gamo-samegrelosi-rva-skola-hibridul-an-srulad-onlain-rejimze-gadavida-260454203.html
კორონავირუსის გამო სამეგრელოში რვა სკოლა ჰიბრიდულ ან სრულად ონლაინ სწავლაზე გადავიდა
კორონავირუსის გამო სამეგრელოში რვა სკოლა ჰიბრიდულ ან სრულად ონლაინ სწავლაზე გადავიდა
Sputnik საქართველო
საქართველოში საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდა, მაგრამ ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა და ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღის მოახლოების... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T20:42+0400
2021-10-11T20:42+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250639213_0:138:3149:1909_1920x0_80_0_0_185d2f7aa16d31229ee5046e630ae83b.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოს რეგიონში სკოლებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო რვა სკოლა დასწრებითი სწავლიდან ონლაინ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა.აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მეთოდზეა გადასული.ზუგდიდის განათლების რესურს-ცენტრის უფროსის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსი ანაკლიის, ყულიშკარის და ზუგდიდის სკოლებში დაფიქსირდა და ამიტომ რამდენიმე კლასი სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებს.ბულიამ რუხის საჯარო სკოლის შესახებაც ისაუბრა, სადაც მეექვსე, მეშვიდე და მეათეკლასელ მოსწავლეებს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. მისი განცხადებით, მოხდება მათი კონტაქტების მოკვლევა და თუ კლასებში კონტაქტები არ დადასტურდება, იქ სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ბულია განმარტავს, რომ უფრო ზუსტად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წერილობითი მომართვის შემდეგ გადაწყდება, რა ზომები გატარდება რუხის სკოლაში.კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ხვალიდან სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავა ორი სკოლა ფოთში.საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, კიდევ სამი სკოლა ნაწილობრივ ონლაინ-რეჟიმზე გადავა.„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივმა სამსახურმა რეკომენდაციები გასცა ჩვენი ქალაქის სხვადასხვა სკოლაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რამდენიმე სკოლაში კოვიდ-დადასტურებული შემთხვევებისა და იზოლაციაში გადასულ მოსწავლე–მასწავლებელთა რაოდენობის ზრდით. მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავა”, – განაცხადა ქორქიამ.რაც შეეხება მე-15 სკოლას, აქაც 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლა გაგრძელდება დისტანციური ფორმატით, გარდა პირველი კლასებისა. ხოლო პირველ და მესამე საჯარო სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდება დასწრებითი სწავლების ფორმა იმ კლასებში, სადაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. ასეთია მესამე საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი – მეათე კლასი, პირველ საჯარო სკოლაში კი მე-3, მე-6 და მე-8 კლასები.რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდა.ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა პანდემიის მეხუთე ტალღა მოსალოდნელზე ადრე დაიწყოს.
https://sputnik-georgia.com/20211011/vin-aicreba-ufasod-gripze-260447466.html
https://sputnik-georgia.com/20211011/skolebsa-da-bagebshi-inpicirebulta-raodenoba-izrdeba-260435134.html
https://sputnik-georgia.com/20211011/cxaize-mozardebis-imunizacias-dadebitad-afasebs-260434996.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250639213_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_1cccdbbca83b6e23790bbaf13e478239.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
კორონავირუსის გამო სამეგრელოში რვა სკოლა ჰიბრიდულ ან სრულად ონლაინ სწავლაზე გადავიდა
20:42 11.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველოში საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდა, მაგრამ ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა და ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღის მოახლოების შესახებაც საუბრობენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოს რეგიონში სკოლებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო რვა სკოლა დასწრებითი სწავლიდან ონლაინ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმში შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასია გადასული. საქართველოში მთლიანობაში 2.084 საჯარო სკოლაა.
კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მეთოდზეა გადასული.
ზუგდიდის განათლების რესურს-ცენტრის უფროსის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსი ანაკლიის, ყულიშკარის და ზუგდიდის სკოლებში დაფიქსირდა და ამიტომ რამდენიმე კლასი სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეკომენდაციით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ანაკლიის საჯარო სკოლაში ერთი კლასი, ყულიშკარის საჯარო სკოლის მე-7, მე-12 კლასები, ქალაქის მეხუთე საჯარო სკოლის ერთი კლასი, სადაც მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ კლასებში სწავლა საკლასო ოთახებში 20 ოქტომბერს განახლდება”, – განაცხადა ბულიამ.
ბულიამ რუხის საჯარო სკოლის შესახებაც ისაუბრა, სადაც მეექვსე, მეშვიდე და მეათეკლასელ მოსწავლეებს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. მისი განცხადებით, მოხდება მათი კონტაქტების მოკვლევა და თუ კლასებში კონტაქტები არ დადასტურდება, იქ სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ბულია განმარტავს, რომ უფრო ზუსტად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წერილობითი მომართვის შემდეგ გადაწყდება, რა ზომები გატარდება რუხის სკოლაში.
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ხვალიდან სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავა ორი სკოლა ფოთში.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, კიდევ სამი სკოლა ნაწილობრივ ონლაინ-რეჟიმზე გადავა.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივმა სამსახურმა რეკომენდაციები გასცა ჩვენი ქალაქის სხვადასხვა სკოლაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რამდენიმე სკოლაში კოვიდ-დადასტურებული შემთხვევებისა და იზოლაციაში გადასულ მოსწავლე–მასწავლებელთა რაოდენობის ზრდით. მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავა”, – განაცხადა ქორქიამ.
რაც შეეხება მე-15 სკოლას, აქაც 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლა გაგრძელდება დისტანციური ფორმატით, გარდა პირველი კლასებისა. ხოლო პირველ და მესამე საჯარო სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდება დასწრებითი სწავლების ფორმა იმ კლასებში, სადაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. ასეთია მესამე საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი – მეათე კლასი, პირველ საჯარო სკოლაში კი მე-3, მე-6 და მე-8 კლასები.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.
საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 4 ოქტომბრიდან განახლდა.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა პანდემიის მეხუთე ტალღა მოსალოდნელზე ადრე დაიწყოს.