საზღვარგარეთ ქართულ სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაშვებულია

© photo: Sputnik / Stringerქართული დროშა შავი ლენტით
ქართული დროშა შავი ლენტით - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
დროშები დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობაზე, მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე.
საზარელმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ქვეყანა მთელი მსოფლიოდან უწყვეტ ნაკადად იღებს სამძიმრის წერილებს. ბათუმში ტრაგედიის ადგილზე „გლოვის კედელი“ მოეწყო, სადაც ბათუმელებს მთელი დღის განმავლობაში ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ილია მეორე ბათუმის ტრაგედიაზე: „ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის...“
მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითიც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობა.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0