ილია მეორე ბათუმის ტრაგედიაზე: „ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის...“

© Sputnik / Aram Nersesyanილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ილია მეორე უსამძიმრებს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ლოცულობს მათთვის
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილს ავრცელებს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით“, - წერს ილია მეორე.
თაძრებში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდები მიმდინარეობს.
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ეკლესიებში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
„ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში. შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
საქართველო მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს. ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური