ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
სამგლოვიარო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
საქართველოში ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლს გლოვობენ
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესს სამივე დაკავებული – ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატები არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავენ. მათი განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ, ისინი ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ზაურ ბუდაგოვი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე საცხოვრებელ ბინებს ფლობდა, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ორ პირს, რომ მათ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განეხორციელებინათ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ბათუმის ტრაგედია: საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
აღნიშნული სამუშაოები მოიცავდა ზემოხსენებულ ფართებში როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. მათ მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითიც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა გამოიწვია.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია). აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0