ახალი შემთხვევა ბათუმში: ბავშვთა საავადმყოფოში ჭერი ჩამოინგრა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ინციდენტის მომენტში პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ერთი არ დაშავებულა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში წუხელ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა.
ინციდენტის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. თუმცა პაციენტების უკმაყოფილო მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს.
კლინიკის დირექტორის თამარ ბახტაძის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვა>>
„შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. ოთხი პაციენტი იმყოფებოდა და არც ერთ მათგანს არანაირი ზიანი არ მიყენებია. რა თქმა უნდა, ემოციური იყო მშობლების მხრიდან რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია ამ ინციდენტს. ბავშვები უსაფრთხოდ არიან. ნაწილი ბინაზე წავიდა და ნაწილის გადანაწილება მოხდა კლინიკის ტერიტორიაზე“, – განაცხადა თამარ ბახტაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, საავადმყოფოში უკვე იმყოფებოდნენ მერიის სამსახურებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და მისი შედეგების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, აღნიშნა ბახტაძემ.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. ბათუმში 8 ოქტომბერს, შუადღისას 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი. ერთი გადარჩენილის მდგომარეობა რთულია.
ყველა ახალი ამბავი
0