გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვა

© photo: Sputnik / Stringerგლოვის კედელი ბათუმში ტრაგედიის ადგილზე
გლოვის კედელი ბათუმში ტრაგედიის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღეს გამოცხადდა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
დროშები დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობაზე, მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე.
საზარელმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ორი დღის განმავლობაში ქვეყანა მთელი მსოფლიოდან უწყვეტ ნაკადად იღებს სამძიმრის წერილებს. ბათუმში ტრაგედიის ადგილზე „გლოვის კედელი“ მოეწყო, სადაც ბათუმელებს მთელი დღის განმავლობაში ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
სამგლოვიარო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა ბათუმში დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდია დაუნიშნა
მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობა.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0