მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეერთებულმა შტატებმა Green Card-ის ლატარია განაახლა: რეგისტრაცია უკვე დაიწყო

CC BY 2.0 / mickamroch / Green cards 02ამერიკული "მწვანე ბარათი"
ამერიკული მწვანე ბარათი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უცხოეთის მოქალაქეებისთვის „მწვანე ბარათების“ გაცემაზე ლატარია განაახლა, იუწყება „ამერიკის ხმა“ (VOA).
კერძოდ, დაწყებულია 2023 წლის ლატარიაზე რეგისტრაცია, რომლის საფუძველზეც აშშ-ის ხელისუფლება 55 ათასი უცხოელისთვის გეგმავს Green Card-ის გაცემას.
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
აშშ-მა არალეგალი მიგრანტების დაჩქარებული დეპორტაცია განაახლა
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის მთავრობის მიმართ იმ საჩივრების ფონზე გააკეთა, რომლებიც ლატარიაში წინა გამარჯვებულების მხრიდან ისმის. საქმე ისაა, რომ COVID-19-ის პანდემიისა და მონაცემების ნელი დამუშავების გამო მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ დოკუმენტები, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ანიჭებთ.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა VOA-ს განუმარტა, რომ ლატარიაში გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის პირი აუცილებლად მიიღებს ვიზას.

„კანდიდატად შემთხვევითი შერჩევა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვიზას მიიღებთ ან მის მისაღებად გასაუბრებას გაივლით. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ პირს საიმიგრაციო ვიზის პროგრამაში მონაწილეობის უფლება ენიჭება“, — აღნიშნა მან.

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ აღიარა, რომ ერთ თვეში „მწვანე ბარათის“ მიღებაზე 80 ათასი განაცხადი დაიკარგა, ხოლო კიდევ მილიონობით ადამიანი კვლავაც ელოდება ნებართვას აშშ-ის ტერიტორიაზე შესასვლელად.
პროგრამა Diversity Visa 1990 წლიდან ტარდება, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი მიგრანტი ირჩევა კანდიდატად. იმისათვის, რომ აშშ-ში შესასვლელი ვიზა მიიღოს, პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლების გარკვეული დონე და იცოდეს ინგლისური ენა. ამასთან პირმა გასაუბრებაზე უნდა დაამტკიცოს, რომ არ აპირებს „იჯდეს ამერიკის სახელმწიფოს კისერზე“.
ყველა ახალი ამბავი
0