აშშ-მა არალეგალი მიგრანტების დაჩქარებული დეპორტაცია განაახლა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ბოლო 20 წლის განმავლობაში მიგრანტების ყველაზე ფართომასშტაბიანი შედინება დაიწყო. კონგრესში აცხადებდნენ, რომ ამ ტალღას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებმა შეუწყო ხელი.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები  არალეგალი   მიგრანტების ოჯახების დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურებს  ანახლებს, ნათქვამია ქვეყნის საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში.
„დღეიდან [26 ივლისიდან] დაწყებული, ზოგი ოჯახი <...> დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურას დაექვემდებარება. დაჩქარებული დეპორტაცია — ეს იმ ოჯახების კანონიერი გაძევებაა, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძვლები არ გააჩნიათ“, — აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გააფრთხილა ქვეყნის ტერიტორიაზე არაკანონიერად შესვლის მსურველები, რომ ეს „შეიძლება სახიფათო იყოს და ხანგრძლივი შედეგები მოჰყვეს იმ პირებისთვის, რომლებიც ამის გაკეთებას შეეცდებიან“.
მიგრანტი ქალი აშშ-ის დროშის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
აშშ ოქტომბრიდან ბევრად მეტ მიგრანტს მიიღებს: ბაიდენის გადაწყვეტილება
საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ჰუმანური საიმიგრაციო სისტემის შექმნაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედი ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა მექსიკიდან შტატებში უკანონოდ შეღწევის მსურველთა მზარდი ნაკადის გამო. როგორც პოლიტიკური ოპონენტები ირწმუნებიან, ეს თეთრი სახლის ახალი მეთაურის არალეგალური იმიგრაციისადმი ზედმეტად რბილი მიდგომის ბრალია. გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებას იმის გამოც კიცხავენ, რომ არასრულწლოვან არალეგალ მიგრანტებს ხშირად ამყოფებენ ისეთ პირობებში, რომლებშიც ბავშვების გაჩერება არ შეიძლება.
მანამდე, მიმდინარე წლის მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ლტოლვილების მიღებაზე ლიმიტი რამდენჯერმე გაზარდა. როგორც თეთრის სახლის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშ იყო ნათქვამი, ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალ საფინანსო წელს (იწყება 1 ოქტომბერს) 125 ათასი მიგრანტის მიღებას გეგმავს, რაც კონგრესისთვის წარდგენილ ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.
ყველა ახალი ამბავი
0