https://sputnik-georgia.com/20211010/tragedia-batumsi-sezleben-tu-ara-adamianebi-dabrunebas-saxlis-darcenil-nawilsi-260416922.html
ტრაგედია ბათუმში: შეძლებენ თუ არა ადამიანები დაბრუნებას სახლის დარჩენილ ნაწილში
ტრაგედია ბათუმში: შეძლებენ თუ არა ადამიანები დაბრუნებას სახლის დარჩენილ ნაწილში
Sputnik საქართველო
სახლის ჩამონგრევის შემდეგ დააკავეს სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ 10.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-10T20:08+0400
2021-10-10T20:08+0400
2021-10-10T20:08+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395776_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e1f28fe1218829386ca298f7b38f9538.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ალტერნატიულ ფართში იქამდე დარჩებიან, სანამ ექსპერტიზით კორპუსის დარჩენილი ნაწილის უსაფრთხოება არ დადგინდება, განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.სურმანიძის მტკიცებით, ბათუმის მერიაში ბინაში კედლის ნგრევის სამუშაოებზე განაცხადი არ შესულა, შესაბამისად, რეაგირებაც ვერ იქნებოდა.„სარემონტო სამუშაოებს არ ესაჭიროება ნებართვა მერიიდან. იმის თაობაზე, რომ რაიმე სხვა ტიპის სამუშაოები - კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობს, არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიაში, არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, არ ყოფილა არანაირი რეაგირება", - განაცხადა სურმანიძემ.კორპუსის ის ნაწილი, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კვლავ დალუქულია.მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობა.დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
https://sputnik-georgia.com/20211010/mosales-mzidi-da-aramzidi-kedlebi-saxlis-camongrevis-faqtze-dakavebulebs-brali-warudgines-260413283.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395776_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_8bce71fa088965eaab42324851833632.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ტრაგედია ბათუმში: შეძლებენ თუ არა ადამიანები დაბრუნებას სახლის დარჩენილ ნაწილში
სახლის ჩამონგრევის შემდეგ დააკავეს სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები ალტერნატიულ ფართში იქამდე დარჩებიან, სანამ ექსპერტიზით კორპუსის დარჩენილი ნაწილის უსაფრთხოება არ დადგინდება, განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
„სანამ არ დაიდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ეს ადამიანები დარჩებიან უსაფრთხო ფართში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მერე ვიმსჯელებთ რა მოხდება“, - განაცხადა სურმანიძემ.
სურმანიძის მტკიცებით, ბათუმის მერიაში ბინაში კედლის ნგრევის სამუშაოებზე განაცხადი არ შესულა, შესაბამისად, რეაგირებაც ვერ იქნებოდა.
„სარემონტო სამუშაოებს არ ესაჭიროება ნებართვა მერიიდან. იმის თაობაზე, რომ რაიმე სხვა ტიპის სამუშაოები - კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობს, არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიაში, არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა, აქედან გამომდინარე, არ ყოფილა არანაირი რეაგირება", - განაცხადა სურმანიძემ.
კორპუსის ის ნაწილი, რომელიც ნგრევას გადაურჩა, კვლავ დალუქულია.
მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობა.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.