https://sputnik-georgia.com/20211010/mosales-mzidi-da-aramzidi-kedlebi-saxlis-camongrevis-faqtze-dakavebulebs-brali-warudgines-260413283.html
მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები: სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები: სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. 10.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-10T16:59+0400
2021-10-10T16:59+0400
2021-10-10T16:59+0400
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260387529_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_38c83ed374824425e2d8c7d654ab803a.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ზაურ ბუდაგოვი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე საცხოვრებელ ბინებს ფლობდა, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ორ პირს, რომ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განეხორციელებინათ.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები მოიცავდა ზემოხსენებულ ფართებში როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას.„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ბუდაგოვთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.). აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.ზაურ ბუდაგოვი და მუშები - ხ.ს. და გ.ს. მომხდარიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს დააკავეს.პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211009/batumelma-mamakacma-saxlis-camongrevis-sedegad-meurle-zma-da-ori-svili-dakarga-260400250.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260387529_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_62d2fcae699ffd9590a7f19f0741dc8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები: სახლის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმში საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ზაურ ბუდაგოვი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე საცხოვრებელ ბინებს ფლობდა, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ორ პირს, რომ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განეხორციელებინათ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები მოიცავდა ზემოხსენებულ ფართებში როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას.
„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ბუდაგოვთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.). აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.
ზაურ ბუდაგოვი და მუშები - ხ.ს. და გ.ს. მომხდარიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.