ბათუმელმა მამაკაცმა სახლის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ძმა და ორი შვილი დაკარგა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მან ერთი შვილი მანქანით სკოლაში მიიყვანა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი სახლში დარჩნენ
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმელმა რამაზ დავლაძემ დაკარგა მეუღლე ინგა მეკეიძე, ძმა და ორი შვილი - ისინი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას შეეწირნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
პარასკევს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
თვითმხილველები ტელეკომპანიის ეთერში ჰყვებიან, მამაკაცმა ერთ-ერთი შვილი საბავშვო ბაღში წაიყვანა, ბინაში კი დარჩნენ მისი მეუღლე, ორი შვილი და უცხოეთიდან ჩამოსული ძმა, რომელიც მათთან სტუმრად იმყოფებოდა.
სასწაული არ მოხდა: ბათუმი ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
სასწაული არ მოხდა: ბათუმი ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს
პოლიციამ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დღეს დააკავა. გამოძიების მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სავარაუდოდ სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებს.
11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0