https://sputnik-georgia.com/20211009/saswauli-ar-moxda-batumi-nangrevebsi-darupulebs-glovobs-260399983.html
სასწაული არ მოხდა: ბათუმი ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს
სასწაული არ მოხდა: ბათუმი ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს
Sputnik საქართველო
მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სულ ტრაგედიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან სამი ბავშვია. იხილეთ... 09.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-09T19:18+0400
2021-10-09T19:18+0400
2023-08-17T18:41+0400
შემთხვევები საქართველოში –2018
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260399942_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_5f93c377748e5c1eb7b1193919945088.jpg
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათისთვის ჩამოიშალა. დაიღუპა ცხრა ადამიანი. ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.სამაშველო ოპერაცია კატასტროფის ადგილზე ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალხი იმედით ელოდა, რომ ნანგრევებში მოყოლილებს ცოცხლებს ამოიყვანდნენ. მაგრამ სასწაული არ მოხდა: ნგრევის მომენტში შეინ მყოფთაგან პრაქტიკულად ყველა დაიღუპა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა — პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, მათ უხეშად დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც მრავალბინიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია. გამოძიება გრძელდება.
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260399942_149:0:1109:720_1920x0_80_0_0_c641b6e2575b280dabda529c26aa2949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში –2018, видео, ბათუმი
შემთხვევები საქართველოში –2018, видео, ბათუმი
სასწაული არ მოხდა: ბათუმი ნანგრევებში დაღუპულებს გლოვობს
19:18 09.10.2021 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სულ ტრაგედიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან სამი ბავშვია. იხილეთ Sputnikსაქართველოს ვიდეო სამაშველო ოპერაციის ადგილიდან
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათისთვის ჩამოიშალა. დაიღუპა ცხრა ადამიანი. ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამაშველო ოპერაცია კატასტროფის ადგილზე ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალხი იმედით ელოდა, რომ ნანგრევებში მოყოლილებს ცოცხლებს ამოიყვანდნენ. მაგრამ სასწაული არ მოხდა: ნგრევის მომენტში შეინ მყოფთაგან პრაქტიკულად ყველა დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა — პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, მათ უხეშად დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც მრავალბინიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია. გამოძიება გრძელდება.