რომის პაპის სადესპანო ბათუმის ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს მისამართით სამძიმრების წერილების ნაკადი არ წყდება
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციატურა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე პარასკევს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია ერთი მამაკაცი.
„რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო ნუნციატურა ფიქრებით უერთდება სრულიად საქართველოს და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის და გადარჩენილებისთვის, რათა მათ იპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველას მიმართ, ვინც დახმარება შეძლო“, – ნათქვამია წმინდა საყდრის ნუნციატურის სამძიმრის წერილში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
ბათუმის ტრაგედია: საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
მათ ბრალი წარედგინებათ სსკ-ის 240-ე მუხლით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი ორიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო მთელი მსოფლიოდან სამძიმრის წერილებს იღებს. ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური